ჰილარი კლინტონს 90%-იანი შანსი აქვს დაამარცხოს დონალდ ტრამპი - Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვა
07-11-2016, 23:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა არჩევნების წინა დღეს ამერიკის რამდენიმე შტატი შემოიარეს და საბოლოოდ შეეცადნენ მხარდაჭერის მოპოვებას. ორთავე მათგანმა მიტინგები გამართეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში - ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში.

 


BBC-ის ცნობით, კლინტონმა დაჟინებით მოუწოდა ამომრჩევლებს მხარი დაუჭირონ „იმედის მომცემ, მრავლისმომცველ, დიდი გულის ამერიკას“, მაშინ როცა ტრამპმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ მათ ჰქონდათ „საუცხოო შანსი დაამარცხონ კორუფციული სისტემა“.

 


წინასწარი საბოლოო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპზე 4 პუნქტით ლიდერობს. 

 

 

Reuters/Ipsos-ის უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატს, ჰილარი კლინტონს 90-პროცენტიანი შანსი აქვს დაამარცხოს "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი. 

 

 

ამერიკელების რეკორდულმა რაოდენობამ - 46 მილიონზე მეტმა - ნაადრევად მისცა ხმა ფოსტის მეშვეობით თუ უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

 

 

ორთავე, კლინტონი და ტრამპი ხმის მიცემას სამშაბათს, ნიუ იორკში გეგმავს. ჰილარი კლინტონი ხმას ჩაპაქუაში, დონალდ ტრამპი კი მანჰეტენზე მისცემს. 

 

 

შედეგების გამოქვეყნება სამშაბათს, შეერთებული შტატების დროით, გვიან ღამით, თბილისის დროით ოთხშაბათს, დილის 8 საათიდან დაიწყება.

 


არსებობს ნიშნები ესპანურ ენაზე მოსაუბრე ამომრჩევლებს შორის მაღალი აქტივობისა, რომლებიც სავარაუდოდ, კლინტონისადმი არიან კეთილგანწყობილი.

 

 

 

 

საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს წინ უძღოდა ცხარე წინასაარჩევნო პერიოდი, შეურაცხყოფები და სკანდალები.

 

 

კლინტონს ფილადელფიასა და პენსილვანიაში სცენაზე ცნობილი ადამიანები - ბრუს სპრინგსტინი და ჯონ ბონ ჯოვი, ასევე მისი მეუღლე ბილი, პრეზიდენტი ობამა და მისი ცოლი მიშელი შეუერთდნენ.

 

 

 

 

ობამამ დაჟინებით მოუწოდა ამომრჩევლებს „უარი თქვან შიშზე და აირჩიონ იმედი“.

 


ჰილარი კლინტონმა ადრე რადიო ინტერვიუში თქვა, რომ თუკი ის გაიმარჯვებს, იგი დაურეკავს ტრამპს და იმედი გამოთქვა რომ იგი „კონსტრუქციულ როლს“ ითამშებს ქვეყნის გაერთიანების საქმეში.

 


სკრანტონში, ტრამპი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მამომძრავებელი ძალა მისი კამპანიის სასარგებლოდ მოქმედებდა.

 


უფრო ადრე ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებს უთხრა, რომ „არ არის პოლიტიკოსი“ და მხოლოდ ისინი არიან მისი „სპეციალური ინტერესის საგანი“.

 

 

ტრამპი საარჩევნო კამპანიას გრანდ რაპიდში, მიჩიგანში ასრულებს.

 

 

 


ბიზნესმენმა კლინტონი აღწერა, როგორც „ყველაზე კორუმპირებული პერსონა, რომელიც კი ოდესმე ცდილობდა პრეზიდენტობას“, დაიმოწმა რა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს გამოძიება კლინტონის მიერ ელექტრონული წერილების კერძო სერვერის გამოყნების თაობაზე, როდესაც იგი 2009-2013 წლებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მსახურობდა.

 


კვირას FBI-იმ განაცხადა, რომ კლინტონის მრჩევლის მიერ მისთვის გაგზავნილ და მიღებულ ახლად აღმოჩენილ ელექტრონულ წერილებში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა.

 


ამასობაში კი ტრამპის კამპანიის მენეჯერი კელიან კონვეი BBC-სთან ინტერვიუში შეეცადა შეესუსტებინა „რესპუბლიკელი“ კანდიდატისადმი გამოხატული საერთაშორისო აღშფოთება.

 

 

მან თქვა, რომ საზღვარგარეთიდან წამოსული კრიტიციზმი „ჩრდილს არ აყენებს იმას, თუ რატომ იბრძვის დონალდ ტრამპი და ვინ იქნება იგი გლობალურ სცენაზე“.

 


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ მილიარდერმა მას „გულისრევის შეგრძნება“ გაუჩინა.

 

 

ამას წინ უძღოდა ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებები. მას ქალებისადმი სექსუალური ხასაითის შეურაცხყოფების მიყენებაში ადანაშაულებდნენ. 2005 წელს ჩაწერილ და გასულ თვეს გავრცელებულ ჩანაწერში, ტრამპის მიერ ქალების მიმართ წარმოთქმული ვულგარული გამონათქვამები ისმის.

 


ტრამპი ასევე ქსენოფობიაშიც დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მან მუსლიმების შეერთებულ შტატებში შეშვების აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, მექსიკელებს კი „მოძალადე გამპატიურებლები“ უწოდა და თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად იგი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე კედელს ააშენებდა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი