პრინც ჰარის მეგობარი გოგო, მეგან მარკლი „უამრავი შეურაცხყოფისა და შევიწროების“ საგანი გახდა. ინფორმაციას BBC კენსინგტონის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაცია იმის შესახებ რომ პრინცს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მსახიობთან, მიმდინარე თვეს გავრცელდა.
განცხადებაში დადასტურებულია, რომ წყვილს „რამდენიმე თვეა ურთიერთობა აქვს“ და „არ არის მართებული“ რომ მარკლი ამგვარი მოპყრობის საგანი გახდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრინცი იშვიათად რეაგირებს „გამოგონილ ამბებზე“, მაგრამ ამჯერად ზღვარი გადასულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.