ჰილარი კლინტონი: "ძალზე, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ყველა ჩემი მეგობარი და ყველა ჩემი მეზობელი მხდის მე ასე ბედნიერს"
08-11-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი საარჩევნო უბანზე, ჩაპაქუაში, ნიუ იორკში მეუღლესთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან ერთად მივიდა. მან და ბილ კლინტონმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.

 


მისი საცხოვრებელი სახლის ახლოს მდებარე საარჩევნო უბნიდან გამოსული მომღიმარი ჰილარი კლინტონი ხელს ართმევდა მის მხარდამჭერებს და ავტოგრაფებს აძლევდა. "ძალზე ბედნიერი ვარ. უბრალოდ, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ყველა ჩემი მეგობარი და ყველა ჩემი მეზობელი მხდის მე ასე ბედნიერს", განაცხადა მან, რომელსაც მისი მეუღლე, ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ახლდა.

 

 

ნიუ იორკშივე, მანჰეტენზე გეგმავს ხმის მიცემას "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი.

 


ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა არჩევნების წინა დღეს ამერიკის რამდენიმე შტატი შემოიარეს და საბოლოოდ შეეცადნენ მხარდაჭერის მოპოვებას. ორთავე მათგანმა მიტინგები გამართეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში - ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და მიჩიგანში.

 

 

BBC-ის ცნობით, კლინტონმა დაჟინებით მოუწოდა ამომრჩევლებს მხარი დაუჭირონ „იმედის მომცემ, მრავლისმომცველ, დიდი გულის ამერიკას“, მაშინ როცა ტრამპმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ მათ ჰქონდათ „საუცხოო შანსი დაამარცხონ კორუფციული სისტემა“.

 

 

წინასწარი საბოლოო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპზე 4 პუნქტით ლიდერობს.

 

 

Reuters/Ipsos-ის უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატს, ჰილარი კლინტონს 90-პროცენტიანი შანსი აქვს დაამარცხოს "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი.

 

 

ამერიკელების რეკორდულმა რაოდენობამ - 46 მილიონზე მეტმა - ნაადრევად მისცა ხმა ფოსტის მეშვეობით თუ უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

 


შედეგების გამოქვეყნება სამშაბათს, შეერთებული შტატების დროით, გვიან ღამით, თბილისის დროით ოთხშაბათს, დილის 8 საათიდან დაიწყება.



არსებობს ნიშნები ესპანურ ენაზე მოსაუბრე ამომრჩევლებს შორის მაღალი აქტივობისა, რომლებიც სავარაუდოდ, კლინტონისადმი არიან კეთილგანწყობილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი