ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მისცეს ხმა შეერთებული შტატების ყოფილმა "რესპუბლიკელმა" პრეზიდენტმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და მისმა მეუღლემ, ლორა ბუშმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დონალდ ტრამპს თუ "დემოკრატ" ჰილარი კლინტონს.
"მითხრეს, რომ ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და ლორა ბუშმა დღეს ხმა ჰილარი კლინტონს მისცეს", - განუცხადა კონსერვატიული რადიოს წარმომადგენელმა რაშ ლიმბაუგჰმა the Washington Examiner-ს.
მას შემდეგ რაც ჯებ ბუში თებერვალში საარჩევნო მარათონს გამოეთიშა, ოჯახმა ხმაურიანი პოლიტიკური ცხოვრებისგან თავი შორს დაიჭირა.
მიუხედავად ამისა, the New York Times-ი წერს, რომ ჯორჯ და ლორა ბუშებმა პრეზიდენტის ველი შეუვსებელი დატოვეს და მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე მისცეს ხმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.