კალიფორნიაში, აზუსაში საარჩევნო უბანი დაიხურა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს სროლები მოხდა.
CNN -ის ცნობით, დაზიანებები აქვს მიყენებული ორ ადამიანს.
ახლახან კი BBC-იმ გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულია ერთი ადამიანი და მიმდინარეობს დამნაშავის ძებნისა და დაკავების ოპერაცია.
აზუსას პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრის ჯერი ვილისონის თქმით, სროლები ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა.
„ეს არის ძალიან არასტაბილური და კრიტიკული სიტუაცია“, - განუცხადა მან LA Times-სს.
ამერიკელები დღეს რიგით 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.