რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მთავარი შტატაები - ოჰაიო და ჩრდილო კაროლინა მოიგო, მაშინ როცა ჰილარი კლინტონი ვირჯინიას იგებს, ხმების დათვლა კი მთელ შეერთებულ შტატებში გრძელდება. საბოლოო შედეგები შუაღამის შემდეგ, თბილისის დროით კი ოთხშაბათს დილის 9 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ BBC წერს.
ამ დროისთვის კი ტრამპი იგებს ფლორიდაში, სადაც მას ამომრჩეველთა ხმების 49.1% აქვს მიღებული, ჰილარი კლინტონს 47.7%, სხვას 3.1%
პენსილვანია: ჰილარი კლინტონი 49.4%, დონალდ ტრამპი 47.1%, სხვას 3.5%
ოჰაიო: დონალდ ტრამპი 52.8%, ჰილარი კლინტონი 42.8%, სხვას 4.4%
მიჩიგანი: დონალდ ტრამპი 48.5%, ჰილარი კლინტონი 46.4%, სხვას 5.1%
ჩრდილო კაროლინა: დონალდ ტრამპი 51.2%, ჰილარი კლინტონი 46.3%, სხვას 2.7%
ვირჯინია: ჰილარი კლინტონი 48.4%, დონალდ ტრამპი 46.3%, სხვას 5.3%
ვისკონსინი: დონალდ ტრამპი 48.9%, ჰილარი კლინტონი 45.9%, სხვას 5.1%
ნიუ ჰამპშირი: დონალდ ტრამპი 48.2%, ჰილარი კლინტონი 46.4%, სხვას 5.4%
BBC -ის ცნობით, ამ დროისთვის ტრამპს ხმა მისცა 43,446,143 -მმა ამომრჩეველმა, რაც 49.0%-ს შეადგენს, ჰილარი კლინტონს კი 41,295,986 ამომრჩეველმა, რაც 46.6%-ია, სხვებმა კი 3,892,661 ხმა მიიღეს, რაც 4.4%-ია.
50 შტატიდან 41-ში ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 244 ხმა აქვს, კლინტონს კი 209, გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.