„რესპუბლიკელებმა“ ამერიკის კონგრესში უმრავლესობის მოპოვება შეძლეს
09-11-2016, 00:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენლობით სახლში უმრავლესობის მოპოვება შეძლეს და გაიხანგრძლივეს პალატაში 6-წლიანი კონტროლი. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 


ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ „რესპუბლიკელებმა“ სულ მცირე 218 მანდატი მიიღეს, რაც უმრავლესობისთვის საკმარისზე მეტია.

 


იმ ფონზე კი, როცა „რესპუბლიკურ პარტიაში“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო და პარტიის მთავარი ბირთვი გაყოფილი იყო მისი მხარდაჭერის საკითხში, შიშობდნენ, რომ „რესპუბლიკელებს“ წარმატების მოპოვება გაუჭირდებოდათ.

 


ამასობაში კი „დემოკრატების“ შანსები რომ სენატში უმრავლესობა მოიპოვონ, სულ უფრო მცირე ჩანს, რადგან „რესპუბლიკელებმა“ მთავარ შტატებში - ვისკონსინში, ჩრდილო კაროლინაში, ინდიანასა და ფლორიდაში, სენატის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს. 

 

 

ფლორიდაში დიდი უპირატესობით, ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მარკო რუბიომ გაიმარჯვა, არიზონაში კი 80 წლის ასაკში, მე-6 ვადით, ისევ ჯონ მაკკეინი გახდა სენატორი. 

 


„დემოკრატებმა“ შეინარჩუნეს ადგილი ნევადაში, სადაც კატრინ კორტეზ მასტროს გამარჯვება მას პირველ ლათინო -ამერიკელ სენატორს გახდის.

 

 

თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, იგი ამ დროის მონაცემებით უსწრებს ჰილარი კლინტონს, მაშინ კონგრესის ორივე პალატაში "რესპუბლიკელების" უმრავლესობის პირობებში, ტრამპს მისთვის სასურველი კანონების მიღება გაუადვილდება. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი