ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა
09-11-2016, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

 

კრემლის პრესსამსახური იტყობინება, რომ პუტინმა ტრამპს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

 


ტელეგრამაში პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად და ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტასა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური პასუხების მოსაძებნად, ერთობლივად იმუშავებენ.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა რწმენა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანასწორობის პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემაზე, და ერთმანეთის პოზიციების რეალურად გათვალისწინებაზე, „ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის“.

 

 

დონალდ ტრამპი, დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის განსაცვიფრებელი დამარცხების შემდეგ, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Associated Press -ი ავრცელებს.

 

 

შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ავსტრალიის ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის One Nation Party -ის ლიდერი პაულინ ჰანსონი ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მას "ბატონ პრეზიდენტს" უწოდებს.



ტრამპს გამარჯვებას ულოცავს ასევე საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი. "ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ამერიკის თავისუფალ ხალხს", - აცხადებს ლე პენი.



50 შტატიდან 46-ში დათვლილი ხმების მიხედვით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 278 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს 218, გამარჯვებისთვის კი 270 ხმაა საჭირო, რასაც უკვე ტრამპმა გადააჭარბა. 




BBC -ის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ტრამპს ხმა მისცა 43,446,143 -მმა ამომრჩეველმა, რაც 49.0%-ს შეადგენს, ჰილარი კლინტონს კი 41,295,986 ამომრჩეველმა, რაც 46.6%-ია, სხვებმა კი 3,892,661 ხმა მიიღეს, რაც 4.4%-ია.



"რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა მთავარი შტატაები - ოჰაიო და ჩრდილო კაროლინა მოიგო, მაშინ როცა ჰილარი კლინტონი ვირჯინიას იგებს, ხმების დათვლა კი მთელ შეერთებულ შტატებში გრძელდება. საბოლოო შედეგები შუაღამის შემდეგ, თბილისის დროით კი ოთხშაბათს დილის 9 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

 


ცოტა ხნის წინათ კი ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ბრძოლა ჯორჯიაშიც მოიგო. 

 

 

ამ დროისთვის კი ტრამპი იგებს ფლორიდაში, სადაც მას ამომრჩეველთა ხმების 49.1% აქვს მიღებული, ჰილარი კლინტონს 47.7%, სხვას 3.1%

 


პენსილვანია: ჰილარი კლინტონი 49.4%, დონალდ ტრამპი 47.1%, სხვას 3.5%

 


ოჰაიო: დონალდ ტრამპი 52.8%, ჰილარი კლინტონი 42.8%, სხვას 4.4%

 


მიჩიგანი: დონალდ ტრამპი 48.5%, ჰილარი კლინტონი 46.4%, სხვას 5.1%

 


ჩრდილო კაროლინა: დონალდ ტრამპი 51.2%, ჰილარი კლინტონი 46.3%, სხვას 2.7%

 


ვირჯინია: ჰილარი კლინტონი 48.4%, დონალდ ტრამპი 46.3%, სხვას 5.3%

 


ვისკონსინი: დონალდ ტრამპი 48.9%, ჰილარი კლინტონი 45.9%, სხვას 5.1%

 


ნიუ ჰამპშირი: დონალდ ტრამპი 48.2%, ჰილარი კლინტონი 46.4%, სხვას 5.4%

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი