როგორი იქნება დონალდ ტრამპის პირველი 100 დღე მისი თეთრ სახლში შესვლის შემდეგ?
09-11-2016, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა დაპირება გასცა დონალდ ტრამპმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებდა თეთრ სახლში შესვლიდან 100 დღეში? Guardian.ge გთავაზობთ BBC-ის სტატიის თარგმანს. 

 


როგორც BBC წერს, ისტორიაში დონალდ ტრამპის, მილიარდერი ბიზნესმენის მსგავსი პრეზიდენტობის კანდიდატი არ ყოფილა. მისმა სადავო განცხადებებმა და მტკიცე პოზიციამ იმიგრაციის პოლიტიკაზე ბევრი ადამიანი გააერთიანა მის პარტიაში და დაყო ქვეყანა. მაგრამ მისმა მოწოდებამ „ამერიკის პირველ რიგში დაყენების“ თაობაზე, მილიონობით იმ ადამიანს აუნთო გულები, რომლებიც სისტემისაგან დაღალატებულად გრძნობდა თავს.

 


ამგვარად, რას უნდა ველოდოთ ტრამპის პრეზიდენტობისაგან?

 


პირველი 100-დღიანი მოქმედების ზოგიერთი აღთქმა მან გეტისბურგში, პენსილვანიაში გასულ თვეს წარმოთქმული სიტყვისას დადო.

 


ამ სიტყვასა და სხვა დროს წარმოთქმული სიტყვებში, როცა იგი მისი საპრეზიდენტო პრიორიტეტების შესახებ ამახვილებდა ყურადღებას, გამოიკვეთა ის მთავარი საკითხები, რომლის განხორციელებასაც ტრამპი თეთრ სახლში შესვლის პირველივე დღეებიდან შეუდგება და რასაც ჩვენ უნდა მოველოდოთ.

 

 

 


„რეგულაციები გადაიზარდა სამუშაოების გამნადგურებელ მასობრივ ინდუსტრიად. რეგულაციების ინდუსტრია არის ბიზნესი, რომელსაც მე აბსოლუტურად ბოლო ადგილზე დავსვამ პირველივე დღეს“, თქვა ტრამპმა სექტემბერში.

 


„ვთხოვ ამერიკელ ხალხს თავი დააყენოს ჩვენი დამსხვრეული პოლიტიკის ხმაურსა და ალიაქოთზე მაღლა, და გულში ჩაიკრას ის დიდებული ბედისწერა და ოპტიმიზმი, რომელიც ყოველთვის უმთავრესი იყო ამერიკულ ხასიათში“, - განაცხადა ტრამპმა გეტისბურგში. „გთხოვთ, რომ გქონდეთ დიდი ოცნება“.

 

 

პირველი 100 დღე

 

 

პირველ 100 დღეში, დონალდ ტრამპი დაიწყებს „ორ მილიონზე მეტი კრიმინალის, არალეგალი იმიგრანტების“ ქვეყნიდან გაძევების პროცესს;

 


უარს ეტყვის უვიზო მიმოსვლას იმ ქვეყნებს, რომლებმაც უარი განაცხადეს თავიანთი მოქალაქეების უკან წაყვანაზე;

 

 

ობამას ყველა საპრეზიდენტო ბრძანებას გააუქმებს;

 


დააწესებს შეზღუდვებს თეთრი სახლის ოფიციალურ პირებზე, გახდნენ ლობისტები;

 


კონგრესის წევრებისთვის ვადების შეზღუდვებს დააწესებს;

 


გაერო-ს კლიმატის ცვლილებების პროგრამებზე ყველა გადასახადს გააუქმებს;

 


აღნიშნულ თანხას შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს;

 


ჩინეთს მიაკრავს ვალუტით მანიპულატორის იარლიყს.

 

მან ასევე განაცხადა, რომ სამხრეთის საზღვარზე კედელს ააშენებს, და ამის თანხას მექსიკას გადაახდევინებს. თავისი კამპანიის ბოლო წუთებამდე იგი მის მხარდამჭერებს გარანტიას აძლევდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ არის ცნობილი, როგორ და როდის.

 


კიდევე რთი პრიორიტეტი, თუმცა ამის შესახებ არ უთქვამს მის გეთისბურგის სიტყვაში, არის სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა, ისეთი შეთანხმებების, როგორიცაა ჩრდილო ამერიკის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება კანადასთან და მექსიკასთან.

 

 

მან თქვა, რომ ეს შეთანხმებები პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამერიკული სამუშაო ადგილები საზღვარგარეთ გაედინება.

 


ტრამპმ ასევე პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რომელიც მან შეაქო როგორც ძლიერი ლიდერი, უფრო ახლო ურთიერთობებს გამოჭედავს.

 


მან ასევე აღთქმა დადო, რომ დაარღვევს ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას, თუმცა ნათელი არ არის რამდენად სწრაფად გამოვა ამ ხელშეკრულებიდან, რომელშიც მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფო არის ჩართული და რომლის გეგმაც 12 წელიწადზეა გათვლილი.

 

 

 

პრეზიდენტი ტრამპი არა მხოლოდ „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებად წარმომადგენლობის სახლს და სენატს მიითვისებს ძალაუფლების სახით - ფუფუნება, რომელიც მის წინამორბედს მხოლოდ 2 წელი ჰქონდა, იგი ასევე დანიშნავს მოსამართლეს უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე.

 


ობამას გეგმა, რომ მოეხდინა იმ 5 მილიონი ადამიანის დეპორტაცია ამერიკიდან, რომელთაც დოკუმენეტები არ გააჩნიათ, გაყინული რჩება მას შემდეგ რაც უზენაეს სასამართლოში საკითხის გარშემო გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა. ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საპრეზიდენტო ქმედება და ძალზე მცირედი იმედი იქნება იმისა, რომ ის ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაგრძელდეს.

 


როგორც BBC წერს, ტრამპი თეთრ სახლში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული საპრეზიდენტო კანდიდატი თანამედროვეობის ისტორიაში, მას შემდეგ რაც მან სადავო გამონათქვამები წარმოთქვა ქალების, ესპანურენოვანი მოქალაქეებისა და სხვათა მიმართ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი