ბარაქ ობამა: გუშინ, სანამ ხმები დაითვლებოდა, მე გადავიღე ვიდეო, რომელშიც ვუთხარი ამერიკელ ხალხს, რომ ხვალ დილით მზე ამოვიდოდა და ეს არის ის წინასწარმეტყველება, რომელიც გამართლდა
09-11-2016, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის 8 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.

 


იგი ჟურნალისტების წინაშე თეთრი სახლის ეზოში ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად წარსდგა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხავერდოვნად გადასცეს ძალაუფლება არჩეულ პრეზიდენტს.

 


„გუშინ, სანამ ხმები დაითვლებოდა, მე გადავიღე ვიდეო... რომელშიც ვუთხარი ამერიკელ ხალხს, რომ ხვალ დილით მზე ამოვიდოდა და ეს არის ის წინასწარმეტყველება, რომელიც ფაქტობრივად გამართლდა.

 

 

„ვიცი, რომ ყველას გრძელი ღამე ჰქონდა, მათ შორის მეც“.

 


ობამამ თქვა, რომ იგი „პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს“ დილით, 3:30 საათზე ესაუბრა.

 


„საიდუმლო არ არის რომ არჩეულ პრეზიდენტს და მე გვაქვს ზოგიერთი მნიშვნელოვანი განსხვავებულობა. მაგრამ მახსოვს ეს 8 წლის წინათ, როცა პრეზიდენტ ბუშს და მე გვქონდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი განსხვავებულობა.

 


„პრეზიდენტობა და ვიცე პრეზიდენტობა უფრო დიდია, ვიდრე თითოეული ჩვენგანი.

 


„ჩვენ ახლა ყველანი ფესვებს ვაძლიერებთ მისი წარმატებისთვის, გაეერთიანოს და გაუძღვეს ამ ქვეყანას. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ჩვენი დემოკრატიის“.

 


ობამამ გამოსვლისას ჰილარი კლინტონზე თქვა, რომ იგი ამაყობს მისით. „ბევრი ამერიკელი ბაძავს მას და მისი კანდიდატურა და წარდგენა ისტორიული იყო“.

 

 

„ყველა დამწუხრებულია, როცა მისი მხარდაჭერილი მხარე აგებს არჩევნებს. მაგრამ დღეების შემდეგ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ფაქტობრივად, ყველანი ერთ გუნდში ვართ... ჩვენ პატრიოტები ვართ, პირველ რიგში.

 


„ეს არის ის, რაც მე აღვიქვი, როცა ვესაუბრე ტრამპს პირდაპირ და მე გული გამიმაგრდა ამით. ეს არის ის, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება... მე იმედი მაქვს, რომ იგი შეინარჩუნებს ამ სულს ძალაუფლების გადაცემის მთელ პერიოდში და დანამდვილებით ვიმედოვნებ, რომ ეს არის ის, თუ როგორ აქვს მის პრეზიდენტობას შანსი, რომ დაიწყოს“.

 


„ბევრი ჩვენი თანამემამულე ამერიკელი გახარებულია და ზეიმობს დღეს. ბევრი კი ნაკლებადაა საზეიმო განწყობაზე. მაგრამ ესაა კამპანიების ბუნება, ესაა დემოკრატიის ბუნება...

 


„მე მანამდე წავაგე არჩევნები. ჯომ არა... (ობამამ მის გვერდით მდგომ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე მიანიშნა , რომელმაც 2008 წელს ობამასთან პრაიმერი წააგო).

 


ბაიდენი: „შენ მე საშინლად დამამარცხე“.

 


ობამა: „ჩვენ ვიხორცებთ ჩვენს ჭრილობებს, ჩვენ წამოვდგებით დაცემული მდგომარეობიდან, ჩვენ ვუბრუნდებით ისევ სარბიელს... ჩვენ მივდივართ წინ... ეს თავდაჯერებულობა არის არსებითი რეზონანსის მიმცემი დემოკრატიისთვის.“

 


ობამამ თქვა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ტრამპს ხავერდოვნად გადააბაროს ძალაუფლება. ეს არის შეცვლის შეჯიბრი, თქვა მან. „საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ერთ გუნდში ვართ“, - აღნიშნა ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ობამამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი