ბარაქ ობამა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში შეხვდება და დაარწმუნებს, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა გარანტირებული იქნება
09-11-2016, 23:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში შეხვდება და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს, რომლის მიზანიცაა დაარწმუნოს არჩეული პრეზიდენტი, რომ ძალაუფლების ხავერდოვანი გადაცემა გარანტირებული იქნება. ამის შესახებ BBC წერს.

 


ტრამპი, მის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონზე განსაცვიფრებელი გამარჯვების შემდეგ, შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდება.

 


ობამამ ულმობელი საარჩევნო კამპმანია აწარმოა ტრამპის წინააღმდეგ, რათა მას არ გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი ტრამპს ხშირად უწოდებდა თეთრი სახლისათვის „შეუფერებელს“, მაგრამ პრეზიდენტმა ახლა დაჟინებით მოუწოდა ყველა ამერიკელს აღიარონ და მიიღონ სამშაბათის არჩევნების შედეგები.

 

 

„ჩვენ ახლა ყველანი ფესვებს ვაძლიერებთ მისი წარმატებისთვის, გაეერთიანოს და გაუძღვეს ამ ქვეყანას. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ჩვენი დემოკრატიის“, -განაცხადა ობამამ თეთრი სახლის ეზოში მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 


ობამას მიერ ერთიანობის შესახებ გაკეთებული მოწოდებისა და ჰილარი კლინტონის მხარდამჭერებისადმი თქმული სიტყვების მიუხედავად, რომ ტრამპს უნდა მიეცეს ქვეყნის „ხელმძღვანელობის შანსი“, დონალდ ტრამპის გამარჯვებამ რამდენიმე შტატში პროტესტი წარმოშვა.

 


ნიუ იორკში ასეულობით დემონსტრანტი საპროტესტო მარშირების მოწყობის შემდეგ მანჰეტენზე „ტრამპ თაუერს“ მიადგა ოთხშაბათ საღამოს და აფრიალებდა პლაკატებს, რომელზეც ეწერა - „არა ჩემი პრეზიდენტი“. მათ ასევე სხვა სლოგანებიც ჰქონდათ გამოფენილი.

 

 

 


უფრო ადრე, პოლიციამ მე-5 ავენიუზე მდებარე ცათამბჯენის გარეთ, რომელიც ძალაუფლების გადაცემის პერიოდში სავარაუდოდ ტრამპის შტაბ-ბინა იქნება, რკინა-ბეტონის ბარიერები აღმართა და უსაფრთხოების სხვა ზომებიც მიიღო.

 

 

 

 

ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ პროტესტანტებმა ჩიკაგოში, ოთხშაბათ საღამოს „ტრამპ თაუერის“ შესასვლელი დაბლოკეს. ისინი გაჰყვიროდნენ: „არა ტრამპი, არა ფაშისტური ამერიკა“ და „არა ჩემი პრეზიდენტი“.

 


ოკლანდში, კალიფორნიაში და პორტლანდში, ორეგონში პროტესტანტებმა ამერიკის დროშები დაწვეს.

 

 

გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ოთხშაბათ დილით, ტრამპმა აღთქმა დადო, რომ ღვარძლიანი საარჩევნო შეჯიბრის შემდეგ, „მოაშუშებდა დაყოფის ჭრილობებს“ და იქნებოდა „ყველა ამერიკელის პრეზიდენტი“.

 

 

თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯოშ ერნესტი ამტკიცებდა, რომ ობამა გულწრფელი იქნება ძალაუფლების ხავერდოვნად გადაცემის გარანტიის მიცემაში, როცა იგი შეხვდება ტრამპს, მაგრამ მან დაამატა: მე არ ვამბობ, რომ ეს იქნება ადვილი შეხვედრა“.

 

 

არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში ხუთშაბათ დილით მისი მეუღლესთან, მელანიასთან ერთად მივა, რომელსაც თეთრი სახლის რეზიდენციაში შეხვედრა ექნება პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან.

 

 

ობამამ, რომელმაც ოთხშაბათს, ადრე დილით მის შემცვლელს ტელეფონით მიულოცა გამარჯვება, განაცხადა: „საიდუმლო არ არის, რომ არჩეულ პრეზიდენტს და მე გვაქვს ზოგიერთი მნიშვნელოვანი განსხვავებულობა. მაგრამ მახსოვს ეს 8 წლის წინათ, როცა პრეზიდენტ ბუშს და მე გვქონდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი განსხვავებულობა.

 

 

„პრეზიდენტობა და ვიცე პრეზიდენტობა უფრო დიდია, ვიდრე თითოეული ჩვენგანი“.

 

 

„ყველა დამწუხრებულია, როცა მისი მხარდაჭერილი მხარე აგებს არჩევნებს. მაგრამ დღეების შემდეგ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ფაქტობრივად, ყველანი ერთ გუნდში ვართ... ჩვენ პატრიოტები ვართ, პირველ რიგში.

 

 

„ეს არის ის, რაც მე აღვიქვი, როცა ვესაუბრე ტრამპს პირდაპირ და მე გული გამიმაგრდა ამით. ეს არის ის, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება... მე იმედი მაქვს, რომ იგი შეინარჩუნებს ამ სულს ძალაუფლების გადაცემის მთელ პერიოდში და დანამდვილებით ვიმედოვნებ, რომ ეს არის ის, თუ როგორ აქვს მის პრეზიდენტობას შანსი, რომ დაიწყოს“, - თქვა ობამამ.

 


ტრამპისთვის ძალაუფლების გადაცემის გუნდს 10 კვირის პერიოდში, ინაუგურაციის გამართვამდე, ქრის ქრისტი, ნიუ ჯერსის გუბერნატორი უხელმძღვანელებს.

 


არჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც მანამდე არჩევითი თანამდებობა არასდროს დაუკავებია, თქვა, რომ მისი დაუყოვნებელი პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენა და ეკონომიკური ზრდის გაორმაგება.

 

 

"რესპუბლიკელების" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რეის პრიებუსმა თქვა: „დონალდ ტრამპი ამას ძალზე სერიოზულად ეკიდება“ და დაამატა, რომ მისი ბიზნეს-გადაწყვეტილებების შესაძლებლობები საშუალებას მისცემს მას აღნიშნული გეგმის განხორციელებაში.

 


როგორც არჩეულ პრეზიდენტს, ტრამპს, ისევე როგორც ობამას, უფლება აქვს მიიღოს ყოველდღიურად მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციები, რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების ფარულ ოპერაციებს და სხვა მონაცემებს, რომელიც ამერიკის 17 სადაზვერვო სააგენტოს მიერ არის შეკრებილი.

 


ტრმაპის გუნდის წევრები დაიკავებენ ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პოსტებს, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი თუ ვინ შევა მის კაბინეტში და ვინ დაიკავებს მის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან თანანამდებობებს, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძვანელის სავარძელს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი