[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალურ ვიდეოზე: „ჩემი აზრით ეს არის კატასტროფა (ვიდეო)
01-02-2014, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                               

 

ირაკლი ღარიბაშვილმა სკანდალურ ვიდეოზე პირველი კომენტარი მიუნხენში გააკეთა.


"ჩემი აზრით ეს არის კატასტროფა, ჩვენ ყველანი ვართ გაოცებული, მე არ ვიცი, ამას უფრო კომპეტენტურად შეაფასებენ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ჩემი როგორც მოქალაქის მხრიდან დანახული, ეს არის მე ვიტყოდი, ძალიან მძიმე, ჩვენ ფაქტიურად გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორ დაუკვეთა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ორი გვამის, ასე ვთქვათ ორგანიზება, ორი ადამიანის ლიკვიდაცია. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს. მე დარწმუნებული ვარ რომ გამოძიება უკვე დაიწყო და მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ ძალიან მალე გაიხსნას ეს საქმე. ესაა ანგარებით მოტივირებული შეკვეთილი მკვლელობა", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საინტერესო და საქმიანი შეხვედრების გამო. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტ ულრიხ გრილოსთან შეხვედრას. მისი თქმით, წამყვანი გერმანული ბიზნესის პრეზიდენტი ქართული საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა და საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი