"მეოცნებეებს" დეპორტაციის შიში აქვთ - დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას პროტესტით შეხვდა ათასობით სტუდენტი
10-11-2016, 02:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას პროტესტით შეხვდა ასეულობით სტუდენტი. ოთხშაბათს 1 500-მდე სტუდენტმა და მათმა მასწავლებლებმა, სან-ფრანცისკო ბეის მიმდებარედ - ქალაქში, რომელიც ცნობილია მისი ლიბერალური პოლიტიკით - ბერკლის უმაღლესი სკოლის ეზოში მიტინგი გამართა, რის შემდეგაც სტუდენტთა და პედაგოგთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის კამპუსისკენ გაემართა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 

 

 


უმაღლესი სკოლებისა და კოლეჯების ასეულობით სტუდენტმა საპროტესტო მსვლელობები მოაწყო ასევე სიეტლში, ფოენიქსში, ლოს ანჟელესში და ყურის მიმდებარე სხვა ქალაქებში - ოკლანდში, რიჩნმონდსა და ელ კერიტოში.

 

 

 


უმაღლესი სკოლის დაახლოებით 300-მა სტუდენტმა, რომელთა უმრავლესობასაც ლათინო- ამერიკელები შეადგენდა, ლოს ანჟელესში სასწავლო ოთახები მიატოვა და ქალაქში ხანმოკლე, მაგრამ ბობოქარი მსვლელობა და მიტინგი მოაწყო.

 


ჯგუფის წევრებს, რომლებიც ესპანურად გაიძახოდნენ - „ერთად მდგომი და გაერთიანებული ადამიანები ვერასოდეს იქნებიან დამარცხებულნი“, ასეთი სლოგანები ეკავათ: „არა რასიზმის მხარდაჭერას, არა ჩემი პრეზიდენტი“ და „ემიგრანტები ხდიან ამერიკას დიადს“.

 


სკლის ოფიციოზის თქმით, ამ სტუდენტებიდან ბევრი „მეოცნებეთა“ თაობის წევრები არიან, ბავშვები, რომელთა მშობლებიც შეერთებულ შტატებში მათთან ერთად უკანონოდ შევიდნენ და რომელთაც აქვთ შიში დეპორტაციისა, ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ.

 


„ბავშვები არ უნდა ცხოვრობდნენ შიშის ქვეშ, რომ ისინი დეპორტირებული იქნებიან“, - განაცხადა სტეფანი ჰიპოლიტომ, სტუდენტური მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. მან თქვა, რომ მისი მშობლები შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან.

 


ძალადობის და დაპატიმრებების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

 


სტუდენტური დემონსტრაციები სან ფრაცისკოს მიმდებარედ და ქვეყნის სხვა ადგილებში ტრამპის ჰილარი კლინტონზე გამარჯვების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა.

 


დემონსტრანტებმა მაღაზიების წინა მინები ჩაამსხვრიეს და ოკლანდის ცენტრში, სამშაბათს, გვიან ღამით, ნაგვის ურნებსა და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი