ჩინეთის სახელმწიფო მედია ტრამპს აფრთხილებს - ტრამპის გამარჯვებამ აშშ-ის პოლიტიკის გულს მძიმე დარტყმა მიაყენა, მაგრამ მას არ შეეძლება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ბევრი ცვლილების მოხდენა
10-11-2016, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გააფრთხილა შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი იზოლაციონალიზმის და ინტერვენციონიზმის წინააღმდეგ და ამის ნაცვლად შეერთებულ შტატებს ჩინეთთან აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა, რათა შეინარჩუნოს საერთაშორისო სტატუს ქვო (არსებული მდგომარეობა).

 

 

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს, სტატიის თარგმანს კი Guardian.ge გთავაზობთ.

 


არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს, მისი დოქტრინის - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - ქვეშ დაიმუქრა სავაჭრო ურთიერთობების არსებული ხელშეკრულებების გაუქმებით და უფრო უნიტარული (ცალმხრივი) საგარეო პოლიტიკის მიდევნებით.

 


მაგრამ ჩინეთი და უცხო ქვეყნების სხვა მთავრობები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და არ იციან, თუ რა დოზით იქნება ტრამპის რიტორიკა რეალურ პოლიტიკაში გადათარგმნილი, რადგან მან სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა და მცირედად ახსნა ის, თუ როგორ ითანამშრომლებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

 

 

ჩინეთი, საარჩევნო კამმპანიის დროს, ტრამპის სამიზნე ხშირად ყოფილა. ნიუ იორკელი ბიზნესმენი პეკინს შეერთებული შტატების სამუშაო ადგილების დაკარგვაში ადანაშაულებდა და აღთქმას დებდა, რომ დააწესებდა 45-პროცენტიან გადასახადებს ჩინურ იმპორტებზე. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ოფისში შესვლის პირველივე დღეს ჩინეთს უწოდებდა ვალუტით მანიპულატორს.

 


პოტენციური პრაგმატისტი

 

 

ჩინეთის მედიამ წარსულში გააკრიტიკა შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ავღანეთსა და ერაყში ინტერვენციისა და საერთაშორისო ცხელ წერტილებში, ისეთის, როგორიცაა უკრაინა, ჩარევის გამო.

 

 

„ისტორიამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების საზღვარგარეთის ინტერვენციები მათი [იმ ქვეყნების, სადაც ინტერვენცია, შეჭრა ხდება] გამანადგურებელი პოლიტიკური და ეკონომიკური საფასურის გადახდის მიზეზი ხდება“, - ნათქვამია კომენტარში.

 

 

ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, ჰილარი კლინტონი უფრო იყო მიჩნეული ქორისებრად (პოლიტიკური პრობლემის სამხედრო და არა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაჭრის მოსურნედ), ვიდრე ტრამპი, რომელსაც ზოგიერთი ჩინელი კომენტატორი უყურებდა, როგორც პოტენციურ პრაგმატიკოსად საგარეო პოლიტიკაში.

 


მაგრამ პეკინი შიშობს ტრამპის პრეზიდენტობის არაპროგნოზირებადობის გამო და ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებში მაშინ, როცა შინ რეფორმების დღის წესრიგით შექმნილი გამოწვევებისთვის თავის გართმევა და ეკონომიკის შენელების წინააღმდეგ ბრძოლა უწევს.

 


მეორე კომენტარში, რომელიც Xinhua-ში ხუთშაბათ დილას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა და ჩინეთმა „ერთობლივად უნდა შექმნან მსოფლიო სახელმწიფოების ურთიერთობების ახალი მოდელი“. ეს კი ეხმიანება ჩინეთის პრეზიდენტს ქსი ძიპინგს, რომელმაც თქვა, რომ გლობალურმა სახელმწიფოებმა უნდა იმუშაონ მორიგების და არა შეკავების მიმართულებით და ამით მიანიშნა ჩინეთის მზარდ როლზე საერთაშორისო სისტემაში.

 


‘მწვალებლობის იმპულსი’

 

 

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჩინეთში. ტრამპის გამარჯვებას ჩინურ ინტერნეტში გაფაციცებით უყურებდნენ და აზიაში „თაგი“ „ტრამპმა გაიმარჯვა“ ყველაზე ძებნადი იყო Weibo-ში, პოპულარულ ჩინურ მიკრობლოგის სერვისში, ოთხშაბათ შუადღემდე, მანამ, სანამ ტრამპის გამარჯვება აშკარა არ გახდა.

 


ზოგიერთი განცხადება ეთანხმებოდა იმას, რომ ტრამპი შესაძლოა იყოს მხოლოდ ცვლილებების აგენტი, რომელიც შეერთებულ შტატებს სჭირდება ამჟამად.

 

 

„შეერთებულმა შტატებმა აირჩია განუსაზღვრელობა იმისათვის, რომ შექმნას ცვლილება“, - აცხადებს ცინგუას უნივერსიტეტის პროფესორი სუნ ლიპინგი სოციალურ ქსელში, რომელსაც ათასჯერ მეტი გაზიარება აქვს.

 


„როცა ჩვეულებრივი, განსაზღვრული მეთოდი უკვე აღარ არის შემძლე გადაწყვიტოს პრობლემები, მაშინ შენ მის ნაცვლად გესაჭიროება მწვალებლობის იმპულსი“, - წერს ჩინელი პროფესორი.

 


მანამდე, ჩინეთის სახელმწიფო მედია აცხადებდა, რომ შეერთებული შტატების არჩევნების პროცესი ასახავს გასაჭირში მყოფ პოლიტიკურ სისტემას, და მან აჩვენა შეერთებული შტატების მზარდად დაყოფილი, იმედგაწბილებული და აღშფოთებული მოქალაქეები.

 


„არჩევნებმა ასევე ნათელი გახადა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა უკვე არასასიამოვნო მდგომარეობაშია მოქცეული და როდის გამოვა ამ არასასიამოვნო მდგომარეობიდან, პასუხი ჯერ კიდევ უცნობია“, ნათქვამია Xinhua-ში გამოქვეყნებულ მესამე კომენტარში.

 


ტაბლოიდი „გლობალ თაიმსი“, რომელიც მმართველი პარტიის „ხალხის ყოველდღიური გაზეთის“ მიერ გამოიცემა, წერს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებამ „შეერთებული შტატების პოლიტიკის გულს მძიმე დარტყმა მიაყენა“, მაგრამ ტრამპს არ შეეძლება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ბევრი ცვლილების მოხდენა.

 


„ელიტისაგან კონტროლირებად შეერთებულ შტატებში, მათი უმრავლესობა, რომელსაც ხელთ უპყრიათ ძალაუფლება, მხარს არ უჭერს ტრამპს. და შეერთებული შტატების მოკავშირეები, მთელი მსოფლიოს გასწვრივ, ზეწოლას მოახდენენ ვაშინგტონზე, რათა შეზღუდონ და ხელი ააღებინონ ტრამპს იზოლაციონალიზმისაგან“, - წერს ჩინური გაზეთი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი