შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა გააფრთხილა ტრამპი, რომ ამერიკამ თავისი როლი უნდა ითამაშოს Nato-ში
10-11-2016, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც პოსტზე ბილ კლინტონის მე-2 ვადით პრეზიდენტობისას მსახურობდა და ამ თანამდებობაზე მოღვაწე პირველი ქალი იყო, გააფრთხილა ტრამპი იზოლაციონალიზმის წინააღმდეგ, უთხრა რა მას, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი როლი უნდა ითამაშოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

 


„Nato, აშკარაა, რომ უმთავრესია. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთის წინაშე - ორი მიმართულების ქუჩა“, განუცხადა ოლბრაითმა ბრიტანულ „გარდიანს“ ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში.

 


ტრამპმა ივლისში, ბევრში გამოიწვია შეშფოთება, როცა რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან თანხმობა განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება არ დაიცვას ალიანსის სხვა წევრები, თუკი ისინი არ გაიღებენ სამხედრო ხარჯებისთვის საკმარის თანხებს და ნართაულად გადაჰკრა სიტყვა, რომ მან შესაძლოა გამოიყვანოს მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეერთებული შტატების ძალები. ნატო-ს სიძლიერის და გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედს ის ხელშეკრულება წარმოადგენს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ყველა სხვა დანარჩენ წევრზე თავდასხმას.

 


„შეერთებული შტატები ჩართული უნდა იყოს საზღვარგარეთ. თუ ჩვენ არ ვიქნებთ ჩაბმული, მაშინ სისტემა საერთოდ არ იმუშავებს, ან, უფრო მეტიც, არ მოხერხდება ახალი სისტემის შექმნა“, - თქვა მადლენ ოლბრაითმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი