რუსეთმა დაადასტურა, რომ მოსკოვის ემისრებს ტრამპის კამპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საარჩევნო პერიოდში შეხება ჰქონდათ
10-11-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის ემისრებს ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პერიოდში შეხება ჰქონდათ. ტრამპის კამპანიამ კი ამგვარი კავშირების არსებობა დაბეჯითებით, არაერთხელ უარყო.

 


ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.

 


გამოცემის ცნობით, რიაბკოვმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ ისინი გამოეთიშნენ ტრამპს მას შემდეგ, რაც მან გაიმარჯვა.

 


„ჩვენ ვაკეთებთ ამას და ჩვენ ვაკეთებთ ამას საარჩევნო კამპანიის დროს. აშკარაა, რომ ჩვენ ვიცით უმეტესი ადამიანებისა მისი გარემოცვიდან. ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ყურადღების ცენტრში შეერთებულ შტატებში და იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს“, - თქვა სერგეი ლავროვის მოადგილემ.

 


„მე ვერ ვიტყოდი, რომ ყველა მათგანი რჩებოდა კავშირზე რუსეთის წარმომადგენლობასთან, მაგრამ მათგან საკმაოდ ბევრი იყო. ჩვენ ეს-ეს არის დავიწყეთ ფიქრი დიალოგის გზების გამონახვაზე დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან და ამ არხებს გამოვიყენებთ აღნიშნული მიზნებისთვის“, - განაცხადა რიაბკოვმა.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაუდასტურა „ბლუმბერგს“, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები შეხვდნენ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პერიოდში და დასძინა, რომ ამგვარ კონტაქტზე კლინტონის კამპანიამ უარი თქვა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი