თეთრ სახლში გამართული 90-წუთიანი შეხვედრის შემდეგ ბარაქ ობამამ და დონალდ ტრამპმა პირველი საჯარო კომენტარები გააკეთეს
10-11-2016, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრ სახლში დონალდ ტრამპათან გამართული საათნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ტრამპთან "ჩინებული საუბარი" ჰქონდა, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას, საგარეო პოლიტიკას და სხვა აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.

 

 

 

 

ობამამ თქვა, რომ ტრამპი შეიძლება რომ წარმატებული პრეზიდენტი იყოს. "თუ ის წარმატებული იქნება, ქვეყანაც წარმატებას მიაღწევს", - აღნიშნა ობამამ.

 

 

"მე მქონდა ჩინებული საუბარი არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან. ის მრავალმხრივი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგიერთ საორგანიზაციო საკითხზე, ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკაზე, ვისაუბრეთ საშინაო პოლიტიკის შესახებ და როგორც გასულ ღამეს ვთქვი, ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი მომავალ ორ თვეში არის შევეცადო გადაცემის [ძალაუფლების] ხელის შეწყობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი არჩეული პრეზიდენტის წარმატების გარანტია. და მე ძალიან გამხნევებული ვარ არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის სურვილით, იმუშაოს ჩემ გუნდთან ერთად იმ ბევრი საკითხის გარშემო, რომლის წინაშეც ეს დიდებული ქვეყანა დგას და მე მჯერა, რომ ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტიულობის და პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, რომ ახლა გავერთიანდეთ, ვიმუშაოთ ერთად, რათა გავუსწორდეთ ბევრ იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. და ამასობაში, მიშელს შესაძლებლობა ჰქონდა ემასპინძლა მომავალი პირველი ლედისთვის და ჩვენც აგრეთვე გვქონდა ბრწყინვალე საუბარი მასთან. და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი გრძნობენ ამ კეთილ მიღებას იმ პირობებში, როცა ემზადებიან აქ გადმოსასვლელად. და ყველაზე მეტად, რისი ხაზგასმაც მსურს თქვენთვის, ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, ჩვენ ახლა გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ რაც კი შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ თქვენ წარმატების მიღწევაში, რადგან თუკი თქვენ მიაღწევთ წარმატებას, მაშინ ქვეყანასაც წარმატება ექნება", - განაცხადა ბარაქ ობამამ. 

 

 

 

ტრამპმა თქვა, რომ მას "პრეზიდენტისადმი პატივისცემა ჰქონდა" და დასძინა, რომ მათ რამდენიმე შესანიშნავ საკითხზე, და ზოგიერთ რთულ რაღაცებზეც ისაუბრეს.

 

 

"ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტო ობამა. ეს იყო შეხვედრა, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო 10 თუ 15 წუთის განმავლობაში, რომ ჩვენ ერთმანეთი გაგვეცნო. ჩვენ ერთმანეთს არასდროს შევხვედრილვართ. მე გამოვხატავ დიდ პატივისცემას - შეხვედრა გაგრძელდა თითქმის საათი და ნახევარი, და ის შეიძლებოდა, იმდენად, რამდენადაც მე ვფიქრობ, ის შეიძლებოდა გაგრძელებულიყო კიდევ უფრო მეტ ხანს. ჩვენ ნამდვილად, ჩვენ განვიხილეთ ბევრი სხვადასხვა სიტუაცია, ზოგიერთი ჩინებული და ზოგიერთი სირთულეები. მე ძალზე მოუთმენლად ველოდები მომავალში პრეზიდენტთან საკითხების გარშემო ურთიერთობას, მათ შორის თათბირს და რჩევას. მან ამიხსნა ზოგიერთი რამ სირთულეებისა, ზოგი ძალიან წარმატებული აქტივები და ზოგი ნამდვილად დიდებული რაღაცები, რომელიც მიღწეულ იქნა. ამგვარად, ბატონო პრეზიდენტო, ეს იყო დიდი პატივი ვყოფილიყავი თქვენთან და მოუთმენლად ველოდები ვიყო თქვენთან მომავალში კიდევ უფრო ბევრჯერ და ბევრჯერ".

 

 

როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, პრეზიდენტი განცხადების გაკეთების დაწყებამდე რეპორტიორებს უმეორებდა, „მითხარით, როცა მზად იქნებით“, რადგან ის ელოდებოდა განცხადების გაკეთებას.

 


„არჩეული პრეზიდენტი იყურებოდა ოთახის გარშემო და იატაკზე. ერთადერთი მთავარი მრჩეველი თეთრი სახლიდან, რომელიც შევნიშნეთ პრესმდივანი ჯოშ ერნესტი იყო“, წერს ჟურნალისტი.

 


ობამა მთელი განცხადების გაკეთების განმავლობაში პირდაპირ ტრამპს უყურებდა. ბოლოს კი თავი დაუკრა.

 

 

ორივე მათგანმა იგნორირება გაუკეთა ხმამაღლა, ყვირილით დასმულ შეკითხვებს, მათ შორის - „ბატონო პრეზიდენტო, ისევ ფიქრობთ, რომ იგი [ტრამპი] საფრთხეს წარმოადგენს რესპუბლიკისთვის?“

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი