საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალი ძალების პლატფორმის დაარსების შესახებ განცხდებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი მიზანი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
სააკაშვილმა კიევში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "ელიტების შეცვლა, რომლებიც სინამდვილეში ბარიგები არიან", მთავარ მიზანს წარმოადგენს.
“ჩვენს მიზანს წარმოადგენს ვადამდელი არჩევნები უმოკლეს ვადებში...
ჩვენ არ მივიღებთ არავის, ვინც პარლამენტში ერთ ვადაზე მეტჯერ იყო, ვინც სახელმწიფო სამსახურში ორ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა, არ იქნებიან ბიზნესმენებიც”, - აცხადებს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.