ტრამპმა ჰილარი კლინტონის საქმეზე სპეციალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა
12-11-2016, 23:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტრამპი, როგორც ჩანს მისი ზოგიერთი წინასაარჩევნო აღთქმების უკან წაღებას აპირებს. მაშინ როცა იგი პრეზიდენტ ბარაქ ობამას ჯანდაცვის კანონის, რომელსაც მეტსახელად „ობამადაცვა“ შეარქვეს, სანაგვეზე მოსროლის დაპირებას იძლეოდა, ახლა იგი ამბობს, რომ გახსნილია ხელუხლებლად დატოვოს აღნიშნული აქტის უმთავრესი ნაწილები.

 


the Wall Street Journal -ის მიერ დასმული შეკითხვის - განახორციელებდა თუ არა მის დაპირებას სპეციალური პროკურორის დანიშვნაზე, რომელიც გამოიძიებდა ქალბატონი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნობისას კერძო ელექტრონული წერილების სერვერის გამოყენებას -საპასუხოდ ტრამპმა მის უმთავრეს პრიორიტეტებად ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები, საზღვრის კონტროლი და საგადასახადო რეფორმები დაასახელა.

 


„რესპუბლიკელი“ დონალ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს და ჩაანაცვლებს „დემოკრატ“ ბარაქ ობამას, რომელიც პრეზიდენტობის მე-2 ვადას დაასრულებს.

 

 

შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს 60.3 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ნაკლებმა ვიდრე ჰილარი კლინტონს, რომელმაც 60.8 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა. მაგრამ ტრამპის მაღალმა შედეგებმა უმთავრეს საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატებში, მათ შორის მიჩიგანში, განაპირობა მისი უპირატესობა ხმების რაოდენობის მიხედვით საარჩევნო კოლეგიაში, რომელიც საბოლოოდ ირჩევს პრეზიდენტს. 

 


ჰილარი კლინტონი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე 2009-იდან 2013 წლამდე მსახურობდა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, ოთხშაბათს, გამოჩნდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი