რუდი ჯულიანი დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდება
15-11-2016, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდება. ამის შესახებ „როიტერსი“ სიტუაციაში კარგად ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 


წყარომ განაცხადა, რომ ჯონ ბოლტონი, რომელიც ჯორჯ დაბლიუ ბუშის ადმინისტრაციაში შეერთებული შტატების ელჩი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ასევე განიხილება სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე.

 


ჯულიანი 2001 წლის 11 სექტემბრს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმებისას ნიუ იორკის მერი იყო და მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ დაბლიუ ბუშთან ერთად მჭიდრო კოორდინაციის პირობებში მუშაობდა კრიზისის დასაძლევად.

 

 

ჯულიანი თავიდანვე მხარს უჭერდა ტრამპს, მისი დიდი ხნის მეგობარს, და მძლავრად იცავდა მას სხვადასხვა სადაო სიტუაციებში, რომელშიც ნიუ იორკელი ბიზნესმენი ეხვეოდა.

 


მისი რიტორიკა შესამჩნევი იყო კლინტონის არაერთხელ დადანაშაულებაში იმ კუთხით, რომ იგი კლასიფიცირებულ ინფორმაციას კერძო ელექტრონული წერილების სერვერით გადასცემდა, როდესაც სახელმწიფო მდივანი იყო 2009 წლიდან 2013 წლამდე.

 


67 წლის ბოლტონი ჯორჯ დაბლიუ ბუშის ადმინსტრაციაში 2005 წლის აგვისტოდან 2006 წლის დეკემბრამდე შეერთებული შტატების ელჩი იყო გაერო-ში და ამჟამად მთავარი საბჭოს წევრია ექსპერტთა ამერიკულ ორგანიზაციაში. იგი ხშირად აძლევდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რჩევებს პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი