ტრამპმა ხელისუფლებაში შეიძლება ერაყის ომის მტკიცე მხარდამჭერები დააბრუნოს - ნეოკონსერვატორების აღორძინება?
15-11-2016, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მისი აშკარა ოპოზიციისა 2003 წელს შეერთებული შტატების მიერ ერაყის დაპყრობისადმი, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ადმინისტრაციაში ომის რამდენიმე მთავარი მომხრის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პოსტებზე დანიშვნის საკითხს განიხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ „რესპუბლიკელების“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

Reuters-ის სტატიის ქართულ თარგმანს Guardian.ge გთავაზობთ.

 


მათ შორის, რომელთაც შეიძლება თავიანთი ადგილები მონახონ ტრამპის გუნდში, არიან სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ჯონ ბოლტონი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულსი. ორთავე მათგანი ემხრობოდა ერაყში შეჭრას, რასაც ბევრმა ანალიტიკოსმა შეერთებული შტატების თანამედროვე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიასკო უწოდა.

 


ტრამპისთვის ძალაუფლების გადაცემის დაგეგმარებაში ასევე ჩართულია ფრედერიკ ფლეიტცი, ბოლტონის მთავარი მრჩეველი, რომელიც ადრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამაზე უმეტეს მცდარ სადაზვერვო მონაცემებს ამტკიცებდა.

 


თუმცა კი, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, თუ როგორ განვითარდება ტრამპის საგარეო პოლიტიკა, შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ერაყში მსახურობდა, თქვა, რომ 2003 წლის დაპყრობის მომხრეები შესაძლოა უფრო გადახრილი იყვნენ იქ შეერთებული შტატების დამატებითი ძალების შეყვანისაკენ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, მიუხედავად შეიარაღებული ძალების სტატუსზე შეთანხმების არარსებობისა, რომელიც ერაყის ლეგალური ქმედებისაგან იცავს ამერიკელებს.

 


პოლ პილარმა, შეერთებული შტატების დაზვერვის მთავარმა ოფიციალურმა პირმა ახლო აღმოსავლეთის განხრით, 2000 წლიდან 2005 წლამდე, განაცხადა, რომ რადგან ტრამპს საგარეო პოლიტიკაში მცირე გამოცდილება აქვს და უკვე დიდი განსჯის ქვეშაა თუ რა სახის პოლიტიკას აწარმოებს იგი, პრეზიდენტად არჩეული „რესპუბლიკელის“ საკვანძო პოსტებზე დანიშვნები არსებითი იქნება.

 

 

„იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ რომ ხდება - და ჩვენ უნდა ვწუხდეთ ამის თაობაზე - არის ახალი პრეზიდენტი, რომელიც საგარეო პოლიტიკის ასე მრავალი საკითხით არის მოცული მთელ რუკაზე“, - განაცხადა პილარმა, რომელიც ახლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. „ამგვარად, მთავარი დანიშვნების თამაშს, რომელსაც ჩვენ ყოველ ოთხ წელიწადში გავდივართ, უფრო მეტი შედეგები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივს“.

 

 

ბოლტონი, რომლის კანდიდატურაც ოფიციალური ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება, და ვუსლი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორობის კანდიდატია, კომენტარებს ამ დროისთვის არ აკეთებენ, ისევე როგორც დუმილს ინარჩუნებენ ტრამპის გარდამავალ გუნდში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლტონი კანდიდატად დასახელდა, სენატის მხრიდან მისი დამტკიცება არ არის წინასწარ გარანტირებული. 2005 წელს, სენატის „დემოკრატებმა“ - ერთადერთი „რესპუბლიკელის“ მხარდაჭერით - მისი დამტკიცება აშშ-ის ელჩად გაერო-ში ვეტოთი დაბლოკეს. ბოლტონი მაინც მსახურობდა აღნიშნულ პოსტზე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, ჯორჯ დაბლიუ ბუშის ადმინისტრაციის ქვეშ იმ დროს, როცა სენატი არდადეგებზე იყო გასული.

 

 

ნეოკონსერვატორების აღორძინება?

 

 

ფლეიტცმა, მცირე სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ იგი ჩართულია ტრამპის გარდამავალ ძალისხმევაში, მაგრამ უარი თქვა უფრო ვრცლად კომენტარის გაკეთებაზე.

 


აღნიშნული სამი პირის ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენს მათთვის და სხვა „ნეოკონსერვატორებისთვის“, რომელთაც ერაყში შეჭრისათვის ინტელექტუალური მხარდაჭერა უზრუნველყვეს, ბედის გაღიმებას. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ზოგიერთი წამყვანი ნეოკონსერვატორი და საგარეო პოლიტიკის „რესპუბლიკელი“ ვეტერანი ტრამპის ოპოზიციაში იდგა, აცხადებდნენ რა, რომ იგი ხელმძღვანელობისთვის შეუფერებელი იყო.

 


ჯგუფმა მისი გავლენის შესუსტება ბუშის მე-2 ვადით პრეზიდენტობისას იხილა, რადგანაც შეერთებული შტატების ჯარებმა ერაყში თავიანთი თავი სექტანტურ სამოქალაქო ომის ჭაობში ჩაფლული აღმოაჩინეს და მოვლენებს თავიანთი მეორე პროფესიებიდან ადევნებდნენ თვალყურს, „დემოკრატი“ ბარაქ ობამას ძალაუფლებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში.

 


ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას 20 იანვარს შეუდგება, განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ერაყის დაპყრობას, რომელშიც 4 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო და ასეულობით ათასი ერაყელი დაიღუპა, და რამაც დასაბამი დაუდო ალ-ყაიდას შექმნას ერაყში, რაც მძვინვარე, ულტრა-უკომპრომისო „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფის დაფუძნების მომასწავებელი გახდა.

 


ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღი და ალ-ყაიდასთან კავშირები, რომლითაც დაპყრობა გაამართლეს, აღმოჩნდა რომ არარსებული იყო.

 


„როგორც თქვენ იცით, წლებია ვამბობ: ‘არ წახვიდეთ ერაყში’. ისინი შევიდნენ ერაყში. მათ მოახდინეს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია. ეს იყო დიდი შეცდომა“, - თქვა ტრამპმა 2015 წლის აგვისტოში NBC-ის პროგრამაში - „შეხვდით პრესას“.

 


მისი მტკიცება, რომ იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ომს, საარჩევნო კამპანიის დროს ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული მისი მოწინააღმდეგის, ჰილარი კლინტონის მიერ, რომელმაც ტრამპის რადიო წამყვანისთვის, ჰოვარდ სტერნისთვის 2002 წელს მიცემული ინტერვიუ დაიმოწმა, რომელშიც ტრამპმა შეკითხვას - მხარს უჭერდა თუ არა ერაყში შეჭრას - უპასუხა: „დიახ, ვფიქრობ, რომ კი“.

 

 

ბოლტონის, ვუსლის და სხვათა კანდიდატურების განხილვა არის „კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ისინი, ვინც მხარს უჭერდნენ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომას, როგორ არ ყოფილან - ისინი არ ჩანან რომ არიან საკმარისად კომპრომეტირებული იმისათვის, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის დიალოგიდან იყვნენ ჩამოცილებულნი“, - განაცხადა პილარმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი