2 მილიონი ამერიკული დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ პუტინის მთავრობის ეკონომიკის მინისტრს ორთვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯეს
16-11-2016, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2 მილიონი ამერიკული დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ რუსეთის ეკონომიკის მინისტრს, ალექსეი ულიუკაევს ორთვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

სასამართლო სხდომაზე ალექსეი ულიუკაევმა დანაშაულის აღიარებაზე უარი თქვა, თუმცა გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან. 

 

 

როგორც BBC წერს, რუსეთის მთავარმა ანტი-კორუფციულმა ორგანომ, საგამოძიებო კომიტეტმა, განაცხადა, რომ ულიუკაევმა 2 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.

 

 

მის სამინისტროს პოზიტიური შეფასება ჰქონდა, რამაც განაპირობა ის, რომ ნავთობის გიგანტმა „როსნეფტმა“ სხვა სანავთობო კომპანიიდან, „ბაშნეფტიდან“ 50% წილი შეიძინა.

 

 

ულიუკაევი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ რუსეთში, მაშინდელ საბჭოთა კავშირში, დააპატიმრეს.



„ეს არის „როსნეფტის“ წარმომადგენლებისაგან ქრთამის გამოძალვა, რომელსაც თან ახლდა მუქარა“, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.

 


თუკი ულიუკაევს დანაშაული დაუმტკიცდება, მას 8-დან 15 წლამდე პატრიმრობა ემუქრება.

 

 

„როსნეფტმა“, რომელსაც რუსეთის მთავრობა აკონტროლებს, „ბაშნეფტისგან“ 50%-იანი წილი ოქტომბერში 330 მილიარდ რუსულ რუბლად შეიძინა.

 

 

ულიუკაევი ეკონომიკის მინისტრად 2013 წელს დაინიშნა, მანამდე იგი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი