ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა დონალდ ტრამპს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს
17-11-2016, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს თუკი ის გადაუხვევს შეერთებული შტატების „ღირებულებებისა და საერთაშორისო ნორმებიდან“.

 


ბერლინში საუბრისას ობამამ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი „მარტივად არ გამოიყენებს რეალპოლიტიკის (პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია პრაქტიკულ, ვიდრე მორალურ თუ იდეოლოგიურ მოსაზრებებზე) მიდგომას“, რუსეთთან საქმის დაჭერისას.

 


მაგრამ მან აღნიშნა, რომ იგი გამხნევებულია ტრამპის მტკიცებით, რომ იგი სრულად დარჩება Nato-ს ერთგული.

 


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხუთშაბათს მოლაპარაკებები გამართა ახლო მოკავშირესთან, ანგელა მერკელთან მისი შემცვლელისთვის, დონალდ ტრამპისათვის ძალაუფლების გადაცემამდე გერმანიაში ბოლო ვიზიტისას და ზემოთ აღნიშნული განცხადება მან ამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

 


ახლო მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს თავიანთ ქვეყნებს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ახლო თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებაზე.

 


მათ ერთმანეთის მმართველობა შეაქეს. ობამამ აღნიშნა, რომ მერკელის „მთავარი ღირებულები, წესიერება, სამართლიანობა, თავდაჭერილობა“ პატივისცემას იმსახურებს.

 


BBC იუწყება, რომ როგორც კი ობამა ბერლინში ჩავიდა, მან და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მძლავრად იცავენ გლობალიზაციას.

 


მათ განაცხადეს, რომ მსოფლიოში, სადაც ეკონომიკა ისე სწრაფად ვითარდება, რასაც ოდესმე კი ჰქონია ადგილი, ერებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

 


მოელიან რომ ობამა მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის სხვა ლიდერებთანაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან და საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ხელმძღვანელებთან, სანამ პარასკევს პერუში გაფრინდება.

 

 

(ობამა ბერლინში ოთხშაბათს, გვიან ჩავიდა)

 


ოფიციალური ცნობით, ობამას მოლაპარაკებების საგანი მოიცავს კრიზისებს უკრაინასა და სირიაში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკურ ვაჭრობას, ისევე როგორც შეერთებული შტატების არჩევნების შედეგებს.

 


ობამამ და მერკელმა წლების განმავლობაში მტკიცე პარტნიორობა გამოჭედეს, რაც არ წამხდარა იმის გამჟღავნების შემდეგაც, რომ ამერიკელი ჯაშუშები კანცლერის მობილური ტელეფონის ზარებს უსმენდნენ.

 


ობამამ მერკელს „ალბათ... ჩემი ყველაზე ახლო საერთაშორისო პარტნიორი“ უწოდა.

 


ტრამპი, მათ საპირისპიროდ, სასტიკი წინააღმდეგია გლობალური თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების და მიესალმა ივნისში დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას. ამდენად, ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკასთან გერმანიის მომავალი ურთიერთობები ადვილი არ იქნება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი