ამერიკულ JP Morgan-ს $264 მილიონის გადახდა მოუწევს, რადგან ის ჩინეთის ოფიციალური პირების შვილებს, ჩინეთში ბიზნესისთვის ხელშეწყობის სანაცვლოდ ასაქმებდა
17-11-2016, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ბანკს, JP Morgan Chase-სს 264 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს, რათა მორიგდეს მოდავე მხარესთან იმის თაობაზე, რომ მან ჩინეთში ბიზნესისთვის ხელშეწყობის სანაცვლოდ, ჩინეთის მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ოფიციალური პირების შვილები დაასაქმა. ამის შესახებ BBC წერს.

 


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნულ სქემას უწოდა „მექრთამეობა სხვა სახელით“ და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის გაცვლის კომიტეტმა გამოძიება 2013 წელს დაიწყო.

 


ბანკი, უცხოური მოსყიდვის ინსტრუქციების აქტის დარღვევის ფარგლებში, ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის გაცვლის კომიტეტს 130 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდის. ასევე მოელიან, რომ ის 72 მილიონ დოლარს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და 61.9 მილიონს ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს გადაუხდის.

 

 

უცხოური მოსყიდვის ინსტრუქციების აქტი, რომელიც შეერთებული შტატების კომპანიებს ეფექტურად უკრძალავს უცხო ქვეყნების მთავრობების ოფიციალური პირებისაგან მათი ბიზნესებისთვის გარანტიების შექმნაში დახმარებას, მექრთამეობის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონია მსოფლიოში.

 

 

როგორც გამჟღავნდა, JP Morgan-მა პრესტიჟულ საინვესტიციო საბანკო ადგილებზე არაკვალიფიციური კანდიდატების აყვანის სქემა ჩამოაყალიბა და ასეთი არაკვალიფიციური კადრები მხოლოდ იმიტომ აჰყავდა, რომ ისინი იმ ოფიციალური პირებისაგან იყვნენ წარდგენილი, რომელთაც მათი ბიზნეს-საქმიანობისათვის ხელშეწყობა შეეძლოთ.

 


JP Morgan-ი ჩინეთის ოფიციალურ პირებს პირდაპირ არ უხდიდა თანხას, მაგრამ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რასაც ის აკეთებდა, იმავე რაღაცისგან შედგებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი