ლიტვა გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე პუტინმა შესაძლოა Nato-ს გამოცდა ჩაუტაროს
18-11-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიტვის უმაღლესი დიპლომატიური პირი გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა შესაძლოა გამოცდა ჩაუტაროს ნატოს იმ დროის განმავლობაში, სანამ დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ინაუგურაცია მოხდება.

 

 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ იგი „ძალიან შეშინებულია“ ბალტიისპირეთის, ისევე როგორც სირიის ქალაქ ალეპოს გამო.

 

 

როგორც BBC წერს, არსად არ უყურებენ დონალდ ტრამპისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს იმაზე უფრო ფრთხილად, ვიდრე ბალტიის ქვეყნებში.

 

 

ლიტვა დარწმუნებულია, რომ მისი ცუდი შეხედულება რუსების განზრახულობაზე გამართლებულია მისი გეოგრაფიით და ისტორიით.

 

 

 

 

ერთხელ საბჭოთა კავშირის ნაწილი, იგი ახლა ნატო-ს და ევროკავშირის წევრია. მას აქვს სახმელეთო საზღვარი რუსეთის ანკლავთან (სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მთლიანდ გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებით) კალინინგრადთან ბალტიის ზღვაზე. (კალინინგრადი პოლონეთსა და ლიტვას შორის, ბალტიის ზღვის გასწვრივ მდებარეობს და იგი რუსეთის მნიშვნელოვან, დიდძალი, მძიმე შეიარაღების სამხედრო საგუშაგოს წარმოადგენს).

 

 

 


დედაქალაქ ვილნიუსში გამოფენილია ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფერწერული ნამუშევარი, რომელზეც ლიდერები მგზნებარედ არიან ერთმანეთთან ჩახუტებული.

 

 

მთავრობა, ბუნებრივია, თავის შეხედულებებს ნაკლებად ავის მომასწავებელი ფორმით გამოხატავს, მაგრამ იგი იზიარებს ძირითად წუხილს მხატვრისა, რომ ტრამპი და პუტინი ძალიან ახლოს და კომფორტულად არიან ერთმანეთთან, - წერს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია და განაგრძობს, რომ შიშს აქ ის წარმოადგენს, რომ შეერთებული შტატები ენერგიულად ცდილობს შეხედოს რუსეთს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და სურვილის არმქონეა გაიზიაროს აღმოსავლეთ ევროპაში არსებული შეხედულება, რომ მოსკოვი წარმოადგენს ძლიერ და უშუალო სამხედრო საფრთხეს.

 

 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა BBC-ს მარტივად უთხრა: "რუსეთი არ არის სუპერ სახელმწიფო, ის სუპერ პრობლემაა".  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი