მძიმე დაბომბვების შედეგად, სირიული ქალაქი ალეპო სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი
19-11-2016, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველაზე მძიმე დაბომბვების შედეგად, რაც კი ამ დრომდე განხორციელებულა, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი სირიული ქალაქი ალეპო ფაქტობრივად სამედიცინო ინფრასტრუქტურის და მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალების მიერ 5-დღიანი საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შემდეგ, ყველა დროებითი საავადმყოფო მწყობრიდან არის გამოსული.

 


სხვა ცნობების თანახმად, ზოგიერთი ამ საავადმყოფოებიდან მოქმედებაშია, მაგრამ ადამიანები ძალიან შეშინებული არიან და მათი გამოყენებისაგან თავს იკავებენ.

 

 

მიმდინარე კვირას ალეპოზე სამთავრობო იერიშების წამოწყების შემდეგ ათეულობით ადამიანია მოკლული.

 


შაბათს, ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ალეპოს ნაწილზე ახლანდელი სამთავრობო დარტყმების შედეგად სულ მცირე 27 სამოქალაქო პირია დაღუპული.

 


მედიკოსები ადრინდელი დარტყმების დროს ახერხებდნენ საველე პირობებში მოქმედი საავადმყოფოების კვლავ მოქმედებაში მოყვანას, მაგრამ ახლა მედიკამენტების და საჭირო მოწყობილობების მარაგების იმდენად დიდი ნაკლებობაა, რომ ეს უფრო რთული ხდება, წერს „როიტერსი“.

 


ახლანდელმა დაბომბვებმა ქუჩები უკაცრიელი გახადა, ადამიანები გარეთ გამოსვლას ერიდებიან და თავინთ სახლებს აფარებენ თავს.

 


„როიტერსი“ სირიაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ელიზაბეტ ჰოფის სიტყვების ციტირებას ახდენს, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც თურქეთის საზღვარზე არიან ბაზირებული, „დაადასტურეს დღეს, რომ ყველა საავადმყოფო აღმოსავლეთ ალეპოში, მწყობრიდან არის გამოსული“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი