შეერთებული შტატების არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა დაადასტურა, რომ მით რომნის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება
20-11-2016, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა დაადასტურა, რომ მით რომნის კანდიდატურა სხვებთან ერთად სახელმწიფო მდივნის პოსტზე განიხილება.

 


Fox News -სთან ინტერვიუს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსს შეხვდა და მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილა, კერძოდ კი მას სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.

 

 

არც ერთ მათგანს არ გაუმჟღავნებია დეტალები თუ რაზე ისაუბრეს 80-წუთიანი შეხვედრის დროს, რომელიც ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში შედგა. შაბათს, 19 ნოემბერს, იქ მისულ მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს შენობის გარეთ ტრამპთან ერთად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დახვდა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი მოლაპარაკებები „დიდებულად წარიმართა“.

 


მით რომნიმ თქვა, რომ მოლაპარაკებები იყო „ფართო და ბევრი საკითხის მომცველი მსოფლიოს სხვადასხვა საფრთხესთან დაკავშირებით“, რომელშიც შეერთებულ შტატებს ინტერესი გააჩნია.

 

 

„ჩვენ განვიხილეთ ეს მიმართულებები და გავცვალეთ ჩვენი ხედვები ამ საკითხებზე - ძალიან საფუძვლიანი და ღრმა განხილვებისას იმ დროის განმავლობაში, რაც გაგვაჩნდა“, - აღნიშნა მან და დაამატა: „და მე ვაფასებ შესაძლებლობას, რომ არჩეულ პრეზიდენტთან საუბრის საშუალება მომეცა და მოუთმენლად ველოდები მომავალ ადმინისტრაციას და იმას, რასაც ის გააკეთებს“.

 

 

სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ თუკი ტრამპი რომნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას შესთავაზებს, ეს მოვლენების არაორდინალური შემობრუნება იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მით რომნი სასტიკი კრიტიკოსი იყო ტრამპის და იმ დროს, როდესაც პარტია მის საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევდა, დაჟინებით მოუწოდებდა „რესპუბლიკელებს“, ყველასათვის მიეცათ ხმა, გარდა ტრამპისა.

 


BBC წერს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს რომნიმ ტრამპს „ყალთაბანდი“ და „გაიძვერა“ უწოდა. "უსაფრთხო და აყვავებული მომავლის პერსპექტივები დიდად შემცირდება", თუკი ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება, თქვა მან, მაშინ როცა ტრამპმა განაცხადა, რომ 2012 წელს რომნის წარუმატებელი კამპანია ბარაქ ობამას წინააღმდეგ “ყველა დროის ყველაზე უფრო საშინელი“ კამპანია იყო.

 

 

ამერიკული მედია წერს, რომ ამის მიუხედავად სახელმწიფო მდივნის პოსტი შესაძლოა მისთვის ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა ხაზი ესმება იმას, რომ წარსულში რომნის გაცილებით უფრო კრიტიკული გეზი ჰქონდა აღებული რუსეთის მიმართ, ვიდრე ეს ტრამპის შეთავაზებული ვარიანტია. 

 

 

ტრამპის გარდამავალ გუნდში თანამდებობზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ განხილვები გრძელდება, ამჯერად უკვე ტრამპის ნიუ ჯერსის გოლფის კლუბში.

 

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ იგი გადამდგარი გენერლის, ჯეიმს მათისის თავდაცვის მდივნის პოსტზე დანიშვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება.

 

 

მან ეს განცხადება ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში საზღვაო ძალების გადამდგარ გენერალთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა.

 

 

ტრამპმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გადამდგარი გენერალი, რომელიც მანამდე ამერიკის ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა, „ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ. ნამდვილი გენერლის გენერალი!“



მათისს, 66 წლის, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთის და ერაყის ბრძოლებში. იკავებდა ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, აშშ-ის გაერთიანებული სამეთაურო შეიარაღებული ძალების, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის პოსტებს. იგი პენსიაზე 2013 წელს გავიდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი