დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტი განიხილება
21-11-2016, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დაუნინგ სთრითმა“ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტად მოწვევის საკითხს განიხილავს.

 


„რესპუბლიკელი“ მილიარდერი, რომელმაც „დემოკრატი“ მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონი 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა, თეთრ სახლში ოფიციალურ საქმინობას 2017 წლის 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება.

 


მიმდინარე წლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები დებატებს მართავდნენ იმასთან დაკავშირებით, აეკრძალათ თუ არა ტრამპისათვის ქვეყანაში შესვლა. მაგრამ მთავრობამ ხაზი გასუვა ამერიკასა და ბრიტანეთს შორის „სპეციალური ურთიერთობის“ შენარჩუნების მნიშვნელობას.

 


პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: „სახელმწიფო ვიზიტად მოწვევა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ განხილვის ქვეშ იმყოფება. სხვა საკითხებთან ერთად განხილვის ქვეშ 2017 წლის სახელმწიფო ვიზიტებია“.

 


სახელმწიფო ვიზიტები წარმოადგენს უცხო ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების ოფიციალურ მოგზაურობას დიდ ბრიტანეთში. წელიწადში ჩვეულებრივ ორი ასეთი ვიზიტი ხორციელდება და მოსაწვევები საგარეო საქმეთა ოფისის რჩევით იგზავნება, წერს BBC.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი