ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, მუჰამედ მორსის ქვეყნის საკასაციო სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი გაუუქმა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდება, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი "ჰამასის" სასარგებლოდ ჯაშუშობდა, უსაფუძვლოა. საქმე ხელახალ განხილვაზე გადაიგზავნა.
მორსი პატიმრობაში მაინც რჩება, რადგან მისჯილი აქვს 15-წლიანი პატიმრობა ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, ასევე 20-წლიანი პატიმრობა 2012 წელს დემონსტრაციების დროს აქტივისტების დაკავებისა და წამების ბრძანების გაცემისთვის.
გასულ კვირას, ეგვიპტის უმაღლესმა სასამართლომ მორსის სასიკვდილო განაჩენი გაუუქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.