დონალდ ტრამპი გაემიჯნა „alt-right"-ის ჯგუფს, რომელმაც მისი გამარჯვება შეძახილებით, „ჰაი ტრამპ“ და ნაცისტური ფორმით იზეიმა
22-11-2016, 22:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპი გაემიჯნა „alt-right"-ის ჯგუფს, რომელმაც მისი გამარჯვება ნაცისტური სალუტით იზეიმა.

 

 

New York Times-სთან მრავალმხრივ და ვრცელ ინტერვიუში შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა: „მე ვგმობ მათ, მე უარვყოფ და ვგმობ“.

 

 

მან თქვა, რომ არ სურს „აღაგზნოს“ ჯგუფი, რომელიც მოიცავს ნეო-ნაცისტებს, ნაციონალისტებს და ანტი-სემიტებს.

 


ვაშინგტონ დი სიში, The Atlantic-ის მიერ გადაღებულ ვიდეოში „alt-right"-ის მხარდამჭერები მოსაუბრის ყვირილზე, „ჰაი ტრამპ!“ შეძახილებით პასუხობენ.

 


ვიდეოში, რიჩარდ სპენსერი, „alt-right"-ის მოძრაობის ლიდერი ეუბნება კონფერენციის მონაწილეებს, რომ ამერიკა თეთრკანიან ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც მან აღწერა, როგორც „მზის შვილები“.

 


მან მოძრაობის კრიტიკოსები გამოაცხადა, როგორც „ყველაზე საზიზღარი ქმნილებები, რომელთაც ოდესმე ამ პლანეტაზე უვლიათ“.

 


„ჰაი ტრამპ, მივესალმოთ ჩვენ ხალხს, მივესალმოთ გამარჯვებას!“ გაჰყვირის ერთგან სპენსერი და აუდიენციის ზოგიერთი წევრი ნაცისტური მისალმებით, თავიანთი ხელების აწევით ეგებება სპენსერის მოწოდებას.

 


სამშაბათს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ ტრამპის არჩევნებზე გამარჯვებამ შესაძლოა დახმარება გაუწიოს თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებს. გერმანიის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა „ჰაი ტრამპის“ ვიდეო აღწერა, როგორც „საძაგელი და შემაშფოთებელი“.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი