„დოიჩე ველე“ - შეფიქრიანებული ანგელა მერკელი მისი უკანასკნელი ბრძოლისაკენ მიემართება
23-11-2016, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანგელა მერკელი, „გერმანიის დედოფალი“, მის მიერ წარმოებულ დიდად სადავო პოლიტიკაში ფორხილებს. მან უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი მომავალ მშფოთვარე დროებაში, - ასე იწყება სტატია, რომელსაც ანგელა მერკელის მიერ გერმანიის კანცლერობისთვის მეოთხედ გამოცხადებული ბრძოლის ფონზე, გამოცემა „დოიჩე ველე“ აქვეყნებს.

 


სტატიის ქართულ თარგმანს Guardian.ge გთავაზობთ.

 


მერკელის ნდობისუნარიანობა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა დაადასტურა. არასდროს არ დაუშვია ვინმეს, რომ იგი კანცლერად ყოფნის გარდა რაიმე სხვა დღის წესრიგს გაჰყვებოდა. ფაქტობრივად, რაღაც დამამშვიდებელი მომენტია მისი პოლიტიკის თავდაჭერილ სტილსა და მის სრულიად არაგლამურულ პირად ცხოვრებაში - იგი ცხოვრობს მოკრძალებულ სახლში, თავად იმზადებს საჭმელებს და არდადეგებზე ფეხით მოგზაურობს. იგი ემსახურება პოპულარულ გერმანულ იდეას - იყო „ნორმალური“ პიროვნება. როდესაც მას 2013 წელს საარჩევნო კამპანიისას, სატელევიზიო დებატების დასასრულს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ერთი ბოლო გზავნილი, მან მარტივად თქვა, „თქვენ მიცნობთ მე“. ეს კარგი გამოვიდა და ჟღერდა სანდოდ. მაგრამ დღეს, ბევრი ადამიანი უკვე არ არის დარწმუნებული, თუ რას შეიძლება მოელოდნენ მერკელისგან.

 

 

მოვლენები საკმაოდ ხავერდოვნად მიდიოდა მისთვის, სანამ ბოლოდროინდელი ლტოლვილების კრიზისი, „ბრექსიტი“ და ტრამპის არჩევა მოხდებოდა. ახლა ანგელა მერკელმა უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი მომავალ მშფოთვარე დროებაში. უმუშევრობის დაბალი დონე, საგრძნობი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და სოლიდური ფინანსური პოზიცია უკვე ვეღარ ამშვიდებს ამომრჩეველთა უმრავლესობას. გერმანია, ევროპა და მსოფლიო, პოლარიზებული გახდა. დროება მშფოთვარეა და რთული საერთაშორისო პარტნიორების რიცხვი იზრდება.

 

 

მერკელი ხშირად უწევდა წინააღმდეგობას გავლენიან და მძლავრ პუტინს, როდესაც მისი რეპუტაცია გერმანიაში ჯერ კიდევ არ იყო გახუნებული და წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას ევროკავშირში. მისი ახალი სისუსტე, რომ ის უკვე აღარ არის მოუწყვლელი, კარგად გამოიყენა პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთის ძლიერმა ლიდერმა. თვით ახლო აღმოსავლეთის მცირე ქვეყნებიც კი, რომლებიც ერთ დროს აღფრთოვანებული იყვნენ გერმანიით და მას უყურებდნენ, როგორც მდიდარ ბიძიას, რომელიც მათ დაეხმარებოდა ევროპულ ოჯახში მიღების გზაზე, ახლა პრო-ევროპული კანცლერის წინააღმდეგ მოწინავეთა რიგებში დგანან, რადგან მათ სჯერათ თავიანთი ეროვნული სახელმწიფების სუვერენიტეტის.

 

 

ამ ფონის საწინააღდეგოდ, ანგელა მერკელი ახლა, როგორც „New York Times“-მა დაწერა, ლივლივით უნდას შეცურდეს „ლიბერალური დასავლეთის უკანასკნელი დამცველის“ როლში და კვლავ მოიპოვოს მმართველობის სადავეები.

 

 

მართვის სურვილი მცდარი დასაწყისის მიუხედავად

 

 

თუ მას სურს, რომ მიაღწიოს ამას გრძელვადიან პერსპექტივაში, მან უნდა მოიპოვოს უმრავლესობა და იყოს მოქმედი კანცლერი. ეს მოსალოდნელია რომ მოხდეს. დიახ, მან უკვე ჩაიდინა რამდენიმე დასანანი შეცდომა. გერმანიის მომავალი პრეზიდენტი „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდანაა“ და არა მისი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“. ეს არის მძიმე დარტყმა ყველაზე დიდი პარტიისა და მთავარი კოალიციური პარტნიორისთვის მთავრობაში. იგი გადაწყვეტილების მიღებას მეტისმეტად დიდი ხანი ყოყმანობდა, მანამ სანამ „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა გაბრიელმა სვლა არ შეანელა და ეს მის ნაცლად არ გააკეთა. ეს მერკელის კანცლერობის ისტორიაში სერიოზულ დამარცხებად შევა, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ მას არასოდეს გააჩნდა გერმანიის პრეზიდენტის დასახელების საკმარისი იღბალი.

 

 

პოლიტიკური ცვლილებების გავლენა

 

 

ყველაფერი 2015 წლამდე - წელიწადი გერმანიაში ლტოლვილთა დიდი ნაკადის შემოსვლისა - მერკელის მითის მკვებავი იყო. ეს იყო ამბავი მერკელის ბავშვობის, ახალგაზრდობის, აღმოსავლეთ გერმანიაში უნივერსიტეტში სწავლისა და პროტესტანული ოჯახისა. უმეტესობა არაპოლიტიკური იყო, მაგრამ ის აჩვენებდა მძლავრ მოძრაობას და შეუპოვრობას. ყველაფერმა ამან, ბერლინის კედლის ხელსაყრელ დაცემასთან კომბინირებით, საშუალება მისცა მერკელს, კონსერვატიული შეხედულების ახალგაზრდა ქალს, სწრაფად ასულიყო ჰელმუდ კოლის ეპოქის მამაკაცებით დომინირებულ სისტემაში. როდესაც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შემოწირულობის სკანდალმა გაახუნა კოლის ბრწყინვალება - საქმე, რომელიც დღევანდელ დღემდე არ გადაწყვეტილა - მან ხელი ჩასჭიდა შესაძლებლობას და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელი გახდა, 2000 წელს. ეს იყო გენეზისი მერკელის მითისა, რომელიც 2015 წლის ზაფხულამდე იფურჩქნებოდა.

 

 

(ანგელა მერკელი ჰელმუდ კოლთან ერთად, 1991 წლის 16 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე)

 

 

მას შემდეგ, რეალობა წამოეწია პოლიტიკას. თუმცა კი ჩანდა, რომ მერკელმა მისი მოწოდება იპოვა. მაგრამ ამაზე მეტად, მას პოლიტიკური ხედვა გააჩნდა. მისი მდუმარების და გადაწყვეტილების მიმღები მახასიათებლის გრძელი პერიოდის ნაცვლად, მან აჩვენა მისი პოლიტიკური ნება -სულ მცირე სიტყვიერად. ეს იყო ადამიანური ქმედება, ფარული მოტივების გარეშე და როგორც ახალმა ჟურნალმა „შპიგელმა“ დაწერა, „პოლიტიკური მშვენიერების მომენტი“. ახლა ის ნაწილობრივ ნანობს, რაც მას არ უნდოდა ენახა ან შეეჩერებინა უკონტროლო ნაკადი ასეულობით ათასი ლტოლვილისა 2015 წლის მეორე ნახევარში. თვით მაშინაც, ხალხი კითხულობდა, „იცის მან, თუ რას აკეთებს?“

 


კონტროლის მაქსიმალური დანაკარგი - პირველად საზღვრებზე

 


მან ვერ მოახერხა ისტორიული მომენტის ეროვნულ პოლიტიკაში მოქცევა. მან „ქრისტიან-სოციალური კავშირის“, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ბავარიული შვილობილის და კოალიციური პარტნიორის ანტაგონიზება მოახდინა და დარტყმა მიაყენა გერმანულ შტატებს. იგი განზე გადგა და ისე ადევნებდა თვალყურს საზოგადოებაში მზარდ შიშსა და სიბრაზეს, რომელიც გერმანიისთვის მემარჯვენე ფრთის პასუხგასაცემ ალტერნატივად იქცა. მის საკუთარ პარტიაში, მისმა უფრო კონსერვატორმა კოლეგებმა თავიანთი ტოლერანტობის დონეს მიაღწიეს. ახლა გაჩნდნენ „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ წევრები, რომლებსაც მასთან ერთად კამპანია არ სურთ.

 

 

მისი რეპუტაციის შელახვა ევროკავშირში არ არის განსხვავებული. მან გერმანიის საზღვრები ასეულობით ათასი ლტოლვილისთვის ისე გახსნა, რომ არ დალაპარაკებია ევროკავშირის პარტნიორებს ტვირთის გაზიარების თაობაზე. ევროპელი მეზობლები არ ყოფილან და ჯერ კიდევ არ არიან თანამშრომლობის მოსურნენი.

 

 

ყველაზე რთული ვადის დასასრულს

 

 

მოსალოდნელია, რომ მერკელი - თუ კი ვინმეს საერთოდ რამის პროგნოზირება შეუძლია - მე-4 ვადითაც გახდეს გერმანიის კანცლერი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ დაკარგა ამომრჩევლები, მას კიდევ ექნება შესაძლებლობა დიდი კოალიციის ფორმირებისა SPD-სთან, რომელმაც ამომრჩევლების კიდევ უფრო დიდი დანაკლისი განიცადა. მაგრამ იქნება კი ეს ამომრჩევლების სურვილი ან მართებული პასუხი პროტესტის გამომხატველი ამომრჩევლებისთვის? მან და მისმა პარტიამ შესაძლოა პარლამენტის არჩევნები პირველ ადგილზე გასვლით დაასრულოს, მაგრამ იგი იქნება პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტის კანცლერი. მისი ყველაზე მძიმე დღეები ჯერ კიდევ წინაა. შეკითხვა, რომელიც რჩება, იმაში მდგომარეობს, თუ როდის იქნება თვითონ მერკელი იმის შემძლე, თავად გადაწყვიტოს, თუ როდის დადგება მისი კანცლერობის დროის დასასრული.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი