80 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს ისრაელში ძლიერი ხანძრის გამო - ნეთანიაჰუ ცეცხლის წამკიდებლებს "ტერორისტებს" უწოდებს
24-11-2016, 23:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაახლოებით 80 000 ადამიანი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს, რადგანაც ძლიერი ხანძარი ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქ ხაიფას მოედო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ხანძარი ორთვიან გვალვებს მოჰყვა და მის გაძლიერებას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქში მძლავრმა ქარმა შეუწყო ხელი.

 


ცეცხლი ასევე საფრთხეს უქმნის იერუსალიმის და დასავლეთ სანაპიროს ახლოს მდებარე სახლებს.

 


ისრაელის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცეცხლის წაკიდების ეჭვები გააჩნიათ, ხოლო პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასეთი თავდასხმები გათანაბრებული იქნება „ტერორთან“.

 


„ხანძრის გაჩენის ნებისმიერი შემთხევა, რომელიც ცეცხლის წაკიდების ან წაკიდების წაქეზების შედეგად იყო გამოწვეული, ნებისმიერ შემთხევაში არის ტერორი და ჩვენ მას ამგვარად განვიხილავთ და მოვეპყრობით“, განაცხადა ნეთანიაჰუმ, რომლის სიტყვების ციტირებასაც გაზეთი Haaretz-ი ახდენს.

 


„ნებისმიერი ვინმე, ვინც ცდილობს გადაწვას ისრაელის სახელმწიფოს ადგილები, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, - დაამატა ნეთანიაჰუმ.

 

 

 


პოლიციის ხელმძღვანელმა რონი ალშეიხმა განაცხადა, რომ თუ ხანძარი ცეცხლის განზრახ წაკიდების გამო გაჩნდა, მაშინ „სარწმუნოა ივარაუდო... რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული“.

 


განათლების მინისტრი ნაფტალი ბენეტი, მემარჯვენე ფრთის რელიგიური „ებრაული სახლის პარტიის“ ლიდერი ასევე „თვითერზე“ დაწერილის მიხედვით, ჩანდა, რომ ხანძრის გაჩენაში არაბების ან პალესტინილების ჩართულობას ვარაუდობს. „მხოლოდ ისინი, რომელთაც ქვეყანა არ ეკუთვნით, არიან შემძლე მისი გადაწვის“.

 


კომენტარებმა პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის „ფატას მოძრაობაში“ გაბრაზებული რეაქცია გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ ისრაელის ოფიციალური პირები „ხანძარს იყენებენ“ პალესტინელებისადმი ბრალის დადებაში.

 


„ის რაც იწვის, არის ჩვენი ხეები და ჩვენი მიწა ისტორიული პალესტინისა“, - აღნიშნულია „ფატას“ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი