კუბაში ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო, 9-დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა
26-11-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო, კუბაში 9-დღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული "გარდიანი" ავრცელებს.

 

 

კუბის პრეზიდენტმა, ფიდელ კასტროს ძმამ, რაულ კასტრომ სახელმწიფო ტელევიზიით გვიან ღამით მოულოდნელი გამოსვლისას, დიდი მწუხარებით ამცნო ერს, რომ ფიდელ კასტრო გარდაიცვალა და მისი კრემაცია შაბათს მოხდება. 

 

 

"კუბის რევოლუციის მთავარსარდალი ამ საღამოს, 22:29 საათზე გარდაიცვლა", - განაცხადა მან. "ყოველთვის წინ, გამარჯვებისაკენ!" - დაამატა რაულ კასტრომ, გამოიყენა რა რევოლუციური სლოგანი.

 

 

ფიდელ კასტრო, მას შემდგომ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხელისუფლება თავის უმცროს ძმას, რაულ კასტროს გადააბარა, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. ერთ-ერთი ბოლო მომენტი, როდესაც ის საჯაროდ გამოჩნდა, ქვეყნის "კომუნისტური პარტიის" ყრილობის ბოლო დღე იყო. "მალე, მე 90 წლის ვიქნები", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა და დაამატა - " ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი".

 

 

"მალე მეც სხვების მსგავსად ვიქნები, თითოეული ჩვენგანის ჯერი აუცილებლად მოვა", - განაცხადა მან.

 

 

ფიდელ კასტრომ 1959 წელს კუბაში მთავრობა ჩამოაგდო და კომუნისტური რევოლუცია მოაწყო. მას ათწლეულების განმავლობაში, შეერთებულ შტატებთან მტრული დამოკიდებულება გააჩნდა და არაერთხელ დასდო ბრალი მისი მკვლელობების დაგეგმვაში. მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ მან კუბა ხალხს დაუბრუნა, კრიტიკოსები კი დიქტატორს უწოდებდნენ. 

 

 

თუ არ ჩავთვლით მონარქებს, კასტრო მე-20 საუკუნეში, ხელისუფლების სათავეში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ლიდერი იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი