კუბა მის რევოლუციურ ლიდერს, ფიდელ კასტროს გლოვობს
27-11-2016, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კუბა მის რევოლუციურ ლიდერს, ფიდელ კასტროს გლოვობს. 9-დღიანი ეროვნული გლოვის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო დროშები დაშვებულია, ორშაბათიდან კი ხალხს შესაძლებლობა ექნება მის ხსოვნას პატივი მიაგოს, სანამ პარასკევ საღამოს გარდაცვლილი 90 წლის ლეგენდარული ლიდერის ფერფლს სანტიაგო დე კუბაში არ წაიღებენ, სადაც მან თავისი რევოლუციური გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.

 


მსოფლიოს ზოგიერთი ლიდერი პატივს მიაგებს მე-20 საუკუნის კერპს. მაგრამ კუბის ყოფილი ლიდერის გარდაცვალების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფიდელ კასტრო „სასტიკი დიქტატორი“ იყო.

 

 

 

 

 

ტრამპმა, რომელიც თეთრ სახლში 20 იანვარს შევა, იმედი გამოხატა, რომ კუბელები უფრო თავისუფალი მომავლისკენ წავლენ.

 

 

„მაშინ როცა კუბა ტოტალიტარულ კუნძულად რჩება, ჩემი იმედია, რომ დღევანდელი დღე ნიშანი იქნება ხანგრძლივად არსებული საშინელებებისაგან გადახვევისა იმ მომავლისკენ, რომელშიც დიდებული კუბელი ხალხი ბოლოს და ბოლოს იცხოვრებს - თავისუფლებაში, რასაც ისინი სრულიად იმსახურებენ“, - ნათქვამია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ბარაქ ობამამ, რომლის დროსაც შეერთებულმა შტატებმა ათწლეულების დაძაბულობის შემდეგ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთოებები ჰავანასთან, განაცხადა, რომ ისტორია „დაწერს და განსჯის კასტროს უზარმაზარი გავლენის“ შესახებ.

 


შეერთებული შტატები „მუშაობდა ძლიერად, რათა წარსული ჩვენ უკან მოექცია“ და ამ დროს აფართოებდა „კუბელი ხალხისადმის მეგობრობის ხელის გაწოდებას“.

 

 

კუბის პრეზიდენტმა, ფიდელ კასტროს ძმამ, რაულ კასტრომ პარასკევს, სახელმწიფო ტელევიზიით გვიან ღამით მოულოდნელი გამოსვლისას, დიდი მწუხარებით ამცნო ერს, რომ ფიდელ კასტრო გარდაიცვალა და მისი კრემაცია შაბათს მოხდება.

 

 

„კუბის რევოლუციის მთავარსარდალი ამ საღამოს, 22:29 საათზე გარდაიცვლა“, - განაცხადა მან. „ყოველთვის წინ, გამარჯვებისაკენ!“ - დაამატა რაულ კასტრომ, გამოიყენა რა რევოლუციური სლოგანი.

 

 

ფიდელ კასტრო, მას შემდგომ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხელისუფლება თავის უმცროს ძმას, რაულ კასტროს გადააბარა, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. ერთ-ერთი ბოლო მომენტი, როდესაც ის საჯაროდ გამოჩნდა, ქვეყნის "კომუნისტური პარტიის" ყრილობის ბოლო დღე იყო. "მალე, მე 90 წლის ვიქნები", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა და დაამატა - " ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი".

 

 

"მალე მეც სხვების მსგავსად ვიქნები, თითოეული ჩვენგანის ჯერი აუცილებლად მოვა", - განაცხადა მან.

 

 

ფიდელ კასტრომ 1959 წელს კუბაში კომუნისტური რევოლუცია მოაწყო და მთავრობა ჩამოაგდო. მას ათწლეულების განმავლობაში, შეერთებულ შტატებთან მტრული დამოკიდებულება გააჩნდა და არაერთხელ დასდო ბრალი ვაშინგტონს, მისი მკვლელობების დაგეგმვაში. კასტროს მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ მან კუბა ხალხს დაუბრუნა, კრიტიკოსები კი დიქტატორს უწოდებდნენ.

 

 

თუ არ ჩავთვლით მონარქებს, კასტრო მე-20 საუკუნეში, ხელისუფლების სათავეში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ლიდერი იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი