ამერიკაში Powerball-ის ლატარიის ერთმა ბილეთმა 421 მილიონი დოლარი მოიგო
27-11-2016, 02:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტენესიში გაყიდულ Powerball-ის ლატარიის ბილეთს მომგებიანი ციფრები აღმოაჩნდა და 421 მილიონი ამერიკული დოლარის ჯეკპოტი გათამაშდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, რაც კი დაფიქსირებულა, - განაცხადეს კომპანიის ოფიციალურმა პირებმა შაბათის გათამაშების შემდეგ.

 

 

გამარჯვებულ ციფრებად შეირჩა 17, 19, 21, 37, 44, Powerball-ის კი 16. ჯერჯერობით არავის განუცხადებია, რომ აღნიშნული თანხა მოიგო.

 


ბოლოს 17 სექტემბერს გამოვლინდა გამარჯვებული, რომლის ლატარიის ბილეთზეც ექვსივე ციფრი დაემთხვა. მას შემდეგ თანხა მუდმივად იზრდებოდა, - წერს სააგენტო „როიტერსი“, რომლის ინფორმაციის თანახმადაც, Powerball-ის ჯეკპოტის მოხსნის ალბათობა 292 მილიონში ერთია.

 


შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი პრიზი, 1.6 მილიარდი დოლარი, იანვარში სამ გამარჯვებულს შორის გაიყო.

 


Powerball-ის ლატარეას თამაშობენ 44 შტატში, კოლუმბიის ოლქში, პუერტო რიკოში და შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულებზე. მოთამაშეებს შეუძლიათ იყიდონ 2 დოლარად ღირებული ბილეთი, რომელზეც თავად შეუძლიათ ციფრების შერჩევა, ისევე როგორც საშუალება აქვთ ციფრების არჩევა კომპიუტერს მიანდონ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი