სააკაშვილმა უკრაინაში „ბარიგების შაიკის“ წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა - ისინი ვერ მიტანენ მე, გუშინ მთელი ფრაქცია განიხილავდა, როგორ გამაგდონ ქვეყნიდან
27-11-2016, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს გამართულ მიტინგზე, სადაც მასთან ერთად მისი მეუღლე სანდრა რულოვსიც იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკაში მოსასვლელად და პრეზიდენტ პოროშენკოსა და მის მთავრობის „კორუმპირებული“ მინისტრების, ‘ბარიგების შაიკის’“ წინააღმდეგ ბრძოლის საწარმოებლად მზად არის.

 

 

 

 

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ახსნა, თუ რატომ არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალი პირები და მათთან მდგომი "ბარიგების შაიკა" მის მიმართ აგრესიულად განწყობილი და რატომ სურთ მისი უკრაინიდან გაძევება. „მათი ზიზღის მიზეზი ჩემდამი ისაა, რო მათ არ შეუძლიათ მომისყიდონ, მე არ ვყოფილვარ და არ ვიქნები მათ სქემებში, მე არ ვიყოფდი და არ ვიყოფ მათთან წილებს, მე არ ვარ მათი პროექტი“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

მან, „უკანასკნელი ზამთარი ახლანდელ რადას“, ამ ლოზუნგის ქვეშ გამართული მიტინგის დასაწყისში მადლობა გადაუხადა მისულ მხარდამჭერებს და უთხრა რომ 2-კვირიანი დისკრედიტაციის კამპანიის მიუხედავად, რომელიც წამყვან სახელისუფლებო ტელევიზიებში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, და ამაში, სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი, უმაღლესი რადაა ჩართული, რომლებიც „უტიფრად იტყუებიან და მათ მოწინააღმდეგებს „კრემლის აგენტებს“ ეძახიან - მისი რეპუტაციის შელახვა მაინც ვერ შეძლეს.

 

 

„შეხედეთ გარშემო, უყურებთ აქ კრემლის აგენტებს, უყურებთ აქ უკრაინის მტრებს?! არა, რა თქმა უნდა... თქვენ უყურებთ ადამიანებს, რომელთაც გადაწყვიტეს იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში... მე ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც თავიანთი ცხოვრების ღირებულებად უკრაინული სახელმწიფოებრიობისთვის მსახურება დაისახეს. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად, ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი ხალხისა და თავისუფლებისათვის, ისინი იბრძვიან დიადი უკრაინისთვის... უკრაინელი ხალხი დიადი ხალხია, დიადი ნაციაა, და უკრაინა იმსახურებს იყოს დიადი და მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს ეს.

 


„შეხედეთ ერთ წყება ჯგუფს, მსხვიკალიბრიან ბარიგებს, რომელთაც უკრაინა საკუთარ ‘კანტორად’ აქციეს, ბოლო 4 წელიწადში მათ მეთოდურად გაძარცვეს მთელი ქვეყანა, მათ მეთოდურად აიღეს თავიანთი კონტროლის ქვეშ ყველა ტელეარხი, მათ მეთოდურად იყიდეს მთელი პოლიტიკური კლასი... ისინი წყვეტენ, ვინ გახდება მორიგი ლიდერი, ვინ უნდა განიდევნოს სცენიდან, ვინ უნდა განადგურდეს, ვის უნდა დაასხან ლაფი, ვის უნდა გაუხსნან არსებობისაკენ გზა, და ვის უნდა გადაუკეტონ საარსებო არხები“, - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ სწორედ მათი მეშვეობით ხდება საჭადრაკო დაფაზე ყველა სახის ცვლილება და ასე აპირებენ მომავალშიც სვლას.

 

 

 

 

მან მინისტრებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი სახეები „აბსოლუტურად უსიცოცხლო, რუხი და ძალიან, ძალიან კორუმპირებულია“ და ამ დროს უკრაინის უდიდესი პოტენციალი, როგორც ეკონომიკური, ისე ადამიანური არის სრულიად გამოუყენებელი. „გულზე სისხლი მაწვება, როდესაც ვუყურებ უზარმაზარ პოტენციალს, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციის, ტვინების, ოქროს ხელების და იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანების სასარგებლოდ მუშაობდეს, ყველა სიმდიდრე მათ ჯიბეებში მიედიენება“, - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინა „კორუფციის, განუკითხაობის, ქაოსის, გამყიდველობის მოჯადოებულ წრეშია გახვეული“. მათ სააკაშვილმა „მცირერიცხოვანი ბარიგების შაიკა“ უწოდა. „ასეთ ჭაობშია მოქცეული უკრაინა, დამნაშავეების და აფერისტების“ წრეში. „სახელმწიფო დონის ბანდიტები განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის და პოტენციალის მოხვეჭას. კმარა, ასე ვეღარ გაგრძელდება, დადგა დრო ამ წრის გარღვევისა. დადგა დრო ხმამაღლა ვუთხრათ ამ მცირე ‘შაიკას’ რომ ... ხალხის სიმდიდრე იქნება ჩვენი და ჩვენ ბავშვებს მომავალი ექნებათ ჩვენი გეგმის და არა მათი სქემების მიხედვით“.

 

 

„კმარა ამდენი ცუდი ამბების მოსმენა. დადგა დრო, ეს ცუდი ამბები ‘ბარიგების შაიკაზე’ მოვისმინოთ. გპირდებით, რომ მათზე ბვერი ცუდი ახალი ამბები იქნება, როდესაც ჩვენ ყველა და მათ შორის მე, უკრაინის პოლიტიკაში მოვალთ. არ არის გასაკვირი, რომ ისინი ვერ მიტანენ მე, გუშინ მთელი ფრაქცია [რადაში] განიხილავდა, როგორ გამაგდონ მე ქვეყნიდან, რა სახით უნდა გააკეთონ ეს. ისინი გაჰყვირიან, წადი იქ, საიდანაც მოხვედი. მე მესმის, მათ ამისათვის კონკრეტული მიზეზი აქვთ, ეს მიზეზი იმაში არ მდგომარეობს, რომ მე საქართველოდან ვარ, მათი ზიზღის მიზეზი ჩემდამი ისაა, რო მათ არ შეუძლიათ მომისყიდონ, მე არ ვყოფილვარ და არ ვიქნები მათ სქემებში, მე არ ვიყოფდი და არ ვიყოფ მათთან წილებს, მე არ ვარ მათი პროექტი, მე არ ვარ მათი კორუმპირებული, ამორალური კულტურის ნაწილი, მე ეს ბოლოს პრეზიდენტ პოროშენკოს ვუთხარი, რომ ჩემთან ასეთი მეთოდები არ გავიდოდა - ჩემზე მანიპულირება არ შეიძლება, ჩემი მოსყიდვა, დაშინება შეუძლებელია, მე არ მყავს ხელმძღვანელები, მათ შორის არც პრეზიდენტის კაბინეტში, ჩემი ერთადერთი ხელმძღვანელი, ეს უკრაინელი ხალხია, ეს თქვენ ხართ და ასე უნდა იფიქროს ყველა ხელისუფალმა “, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ მათი მიტინგები უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და ერთად მიაღწევენ დიდ მიზანს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი