ფრანსუა ფიონი ალან ჟუპეზე დიდი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორების კანდიდატი იქნება
27-11-2016, 22:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ყოფილი პრემეიერ მინისტრი ფრანსუა ფიონი საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, 2017 წლის აპრილში, კონსერვატორების კანდიდატი იქნება, მას შემდეგ რაც მან კვირას პრაიმერის მეორე რაუნდში მისი კონკურენტი, ასევე ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი ალან ჟუპე დაამარცხა.

 


ხმების ფაქტობრივად სრული დათვლის შედეგად, ფიონს მხარი 67%-მა დაუჭირა. ჯუპემ კი დამარაცხება აღიარა, მის მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა და აღთქმა დადო რომ მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო მარათონში.

 


ნიკოლას სარკოზის პრეზიდენტობის დროს პრემიერ მინისტრის პოსტზე მოღვაწე ფიონმა უფრო სამართლიანი საზოგადოების შენების პირობა დადო, განაცხადა რა, რომ საფრანგეთს უნდა „სიმართლე და უნდა მოქმედება“.

 


62 წლის ფიონი ფავორიტად იყო მიჩნეული, მას შემდეგ რაც მან ერთი კვირის წინათ პრაიმერის პირველ რაუნდში ხმების 44.1% მიიღო, ხოლო ჟუპემ მხოლოდ 28.5%, ნიკოლას სარკოზი, ყოფილი პრეზიდენტი კი მე-3 ადგილზე გავიდა და საერთოდ გამოეთიშა პრაიმერს.

 


დიდია იმის ალბათობა, რომ "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი მომავალ არჩევნებზე ეროვნული ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს დაუპირისპირდეს.

 

 

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ფიონმა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, 24 ნოემბერს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რუსეთთან დამოკიდებულება გააკრიტიკა.

 

 

„პოლიტიკა, რომელსაც ოთხწელიწადნახევარი ფრანსუა ოლანდი რუსეთთან დამოკიდებულებაში აწარმოებდა, აბსურდულია, ის უბიძგებს რუსეთს გააფრთებისაკენ, იზოლაციისაკენ, ნაციონალისტური ქმედებებისაკენ. ეს კი მსოფლიოში უზარმაზარი ქვეყანა, ბირთვული დერჟავაა და არ შეიძლება მასთან ამგვარად მოქცევა“, - განაცხადა ფიონმა საფრანგეთის მეორე ყოფილ პრემიერ მინისტრ ალენ ჟუპესთან დებატებისას, საპრეზიდენტო პრაიმერის გამართვამდე ორი დღით ადრე.

 

 

ფიონის თქმით, მოსკოვი და პარიზი აუცილებლად უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა აღადგინონ ნორმალური ურთიერთობები.

 

 

„საერთაშორისო პოლიტიკაში, მე დავამატებდი, რომ საფრანგეთი იცავდა საკუთარ ინტერესებს. უდავოა, რომ საფრანგეთის ინტერესებში არ შედის ალიანსის შეცვლა, არ არის საჭირო წარმოვადგინოთ ეს კარიკატურულ ფორმაში. ჩვენ წარმოვადგენთ შეერთებული შტატების პარტნიორებს და ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც არ ვყოფთ რუსეთისაგან. აგრეთვე წარმოვადგენთ შეერთებული შტატების მოკავშირეებს უსაფრთხოების სფეროში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება“, - დაამატა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი