დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მილიონობით ადამიანმა ხმა უკანონოდ მისცა
28-11-2016, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მან 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პოპულარულ, საყოველთაო კენჭისყრაში გაიმარჯვა „თუ თქვენ გამოაკლებთ მილიონობით ადამიანის ხმებს, რომელთაც არაკანონიერად მისცეს ხმა“. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

„რესპუბლიკელ“ ტრამპს, რომელმაც გადამწყვეტი საარჩევნო კოლეგიის დათვლის შედეგებით აქვს მოპოვებული გამარჯვება, მისი განცხადების დამამტკიცებელი სამხილი არ წარმოუდგენია.

 

 

ტრამპის ეს განცხადება მისი „დემოკრატი“ მოწინააღმდეგის, ჰილარი კლინტონის ბანაკის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ისინი მხარს დაუჭერენ „მწვანეთა პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ინიცირებულ საკითხს, ვისკონსინის შტატში ხმების ხელახალი გადათვლის თაობაზე.

 

 

საყოველთაო კენჭისყრის შედეგების მიხედვით ჰილარი კლინტონმა ტრამპზე 2 მილიონზე მეტი ხმით გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, ტრამპმა საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მოაგროვა და საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდა.

 

 

„თვითერზე“ ტრამპმა დაწერა: „საარჩევნო კოლეგიაში დიდი უპირატესობით გამარჯვებს დამატებული, მე პუპულარულ კენჭისყრაშიც გავიმარჯვე, თუ თქვენ გამოაკლებთ მილიონობით ადამიანის ხმებს, რომელთაც არაკანონიერად მისცეს ხმა“.

 

 

„თვითერზე“ მის მიერ შემდგომ დაწერილ განცხადებებში ნათქვამია: „გაცილებით ადვილი იქნებოდა ჩემთვის გამემარჯვა ე.წ. პუპულარულ არჩევნებში, ვიდრე საარჩევნო კოლეგიაში და ამისათვის მხოლოდ 3 ან 4 შტატში ჩავატარებდი კამპანიას, ნაცვლად 15 შტატში ვიზიტისა“.

 

 

„მე გავიმარჯვებდი უფრო ადვილად და დამაჯერებლად (მაგრამ უფრო პატარა შტატები დავიწყებულნი არიან)!“

 

 

ტრამპი ასევე დასაბუთების გარეშე ამტკიცებს „ხმების სერიოზულ გაყალბებაზე“ ვირჯინიაში, ნიუ ჰამპშირში და კალიფორნიაში - შტატებში სადაც კლინტონმა გაიმარჯვა. მან ბრალი დასდო შეერთებული შტატების მედიას ამ საკითხზე რეპორტაჟების მოუმზადებლობაში.

 

 

ვისკონსინში - შტატში, სადაც დონალდ ტრამპმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა - საარჩევნო კომისია ხმების ხელახალი გადათვლისთვის ემზადება.

 


კომისიას ოფიციალურად „მწვანეთა პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯილ სტეინმა მიმართა. მან ასევე პირობა დადო, რომ ხმების გადათვლის მოთხოვნით მიმართავს მიჩიგანის და პენსილვანიის საარჩევნო კომისიებსაც.

 


ჰილარი კლინტონის კამპანიის ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ვისკონსინის ხმების ხელახალ გადათვლაში, თუმცა ფიქრობენ, რომ ძალზე მცირეა იმის შესაძლებლობა, რომ შედეგი შეიცვალოს.

 


კლინტონის სასარგებლოდ ჩარხის დატრიალება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი შედეგები სამივე შტატში შეიცვლება.

 


კლინტონის კამპანიის გენერალურმა კონსულმა, მარკ ელიასმა განაცხადა, რომ არ არსებობდა სამხილი იმისა, რომ დაესკვნათ, რომ არჩევნების საბოტაჟს ჰქონდა ადგილი, მაგრამ „ჩვენ გვაქვს ვალდებულება 64 მილიონზე მეტი ამერიკელის წინაშე, როემელთაც ხმა ჰილარი კლინტონს მისცეს, რომ მონაწილეობა მივიღოთ მიმდინარე პროცედურებში, რათა დარწმუნებული ვიყოთ რომ ხმების ზუსტ დათვლას აქვს ადგილი“.

 


გავრცელებული ინფორმაციით, სტეინს უნდა საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ კომპიუტერის ჰაკერებს არ შეუცვლიათ შედეგები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

 


ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, აღნიშნულის საპასუხოდ არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადებაში თქვა: „არჩევნები დასრულებულია და თავად ჰილარი კლინტონმა არჩევნების ღამეს, გარდა იმისა, რომ მომილოცა გამარჯვება, განაცხადა, რომ ‘ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს შედეგი და გავიხედოთ მომავლისკენ’“.

 

 

ტრამპმა სტეინის მცდელობას „თაღლითობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის „მხოლოდ გზა... თავისი სკივრები ფულით შეავსოს, რომლიდანაც უდიდეს ნაწილს იგი არასოდეს დახარჯავს ამ სასაცილო ხელახალ გადათვლაზე“.

 


„ამ არჩევნების შედეგებისადმი პატივისცემა უნდა იყოს გამოხატული“ - დაამატა ტრამპმა.

 


როგორც BBC წერს, ჰილარი კლინტონის მხოლოდ ვისკონსინში გამარჯვება ტრამპის პოზიციებს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ამით კლინტონს მხოლოდ 10 ხმა მოემატება გადამწყვეტ საარჩევნო კოლეგიაში, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ტრამპს მიანიჭა გამარჯვება.

 


მაგრამ გამარჯვებები ვისკონსინში, მიჩიგანში (16 საარჩევნო ხმა) და პენსილვანიაში (20 საარჩევნო ხმა) პრეზიდენტობის სასწორს კლინტონისკენ გადახრიდა.

 


ვისკონსინის საარჩევნო კომისიამ „თვითერის“ მეშვეობით განაცხადა: „კომისიამ მიიღო სტეინ დე ლა ფუენტეს ხელახალი გადათვლის თაობაზე თხოვნა“. მან დაამატა, რომ დეტალები მალე გახდება ცნობილი.

 


ამასობაში სტეინმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ხმების გადათვლა მომავალ კვირას დაიწყება. თხოვნის მიმართვის ბოლო ვადა პარასკევი იყო.

 


პირვანდელი განცხადებიდან რამდენიმე საათში ვისკონსინის საარჩევნო კომისიამ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მან ხმების გადათვლის თაობაზე ორი პეტიცია მიიღო - ერთი ჯილ სტეინისაგან, მეორე კი როკი დე ლა ფუენტესგან - ბიზნესმენისგან, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდა წარუმატებლად, დემოკრატიულ პარტიაში.

 


„ამ კანდიდატების თხოვნის საფუძველზე, კომისია ემზადება შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების ხელახალი გადათვლის დასაწყებად“, - განაცხადა ვისკონსინის საარჩევნო კომისიის ადმინისტრატორმა მიშელ ჰაასმა.

 

 

მან თქვა, რომ ხელახალი გადათვლა სტეინის კამპანიის მიერ გადასახადის გადახდიდან, რომლის დაანგარიშება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ერთ კვირაში დაიწყება.

 


სტეინის კამპანიას მილიონობით დოლარის შეგროვება დასჭირდება იმისათვის, რომ სამივე შტატში ხმების ხელახალი გადათვლის ხარჯები დაფაროს. მის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ ამისათვის საჭირო 7 მილიონიდან, დაახლოებით 5.3 მილიონი დოლარი უკვე შეაგროვეს, ეს კი საკმარისია დაფინანსდეს გადათვლა ვისკონსინში და პენსილვანიაში.

 


საარჩევნო უფლებების ადვოკატებმა, ჯონ ბონიფაზმა და ალექს ჰალდერმანმა რომელთაც დაჟინებით მოუწოდეს კანდიდატებს ხმების გადათვლის თხოვნით მიმართვის თაობაზე, განაცხადეს, რომ შედეგები გულდასმით უნდა იყოს გაანალიზებული.

 

 

ფაქტი, რომ აღნიშნულ შტატებში შედეგები განსხვავებული იყო წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების მიერ პროგნოზირებული შედეგებისაგან, შესაძლოა ჰაკერული თავდასხმის გავლენისაგან თავისუფალი არ ყოფილიყო, განაცხადა ჰალდერმანმა. ხმების მანიპულირებაში რუსული ჩარევის შესახებ წუხილები გამოითქმის.

 


„ერთადერთი გზა, გავიგოთ, შეცვალა თუ არა შედეგები კიბერ-თავდასხმამ, ისაა, განვიხილოთ ხელმისაწვდომი ფიზიკური სამხილი“, - დაწერა მან.

 

 

პენსილვანიისთვის მიმართვის ბოლო ვადა ორშაბათია, მიჩიგანისთვის კი ოთხშაბათი.

 


შეერთებული შტატების ოფიციოზმა განაცხადა, რომ ამ სამ შტატში, სადაც დონალდ ტრამპს მის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონზე მცირედი უპირატესობით აქვს გამარჯვება მოპოვებული, არჩევნების გაყალბების არანაირი სამხილი არ არსებობს.

 

 

ორშაბათამდე არსებული მონაცემებით, ვიდრე მიჩიგანის მონაცემები დაითვლებოდა, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში 290 ხმა ჰქონდა მიღებული, კლინტონს კი 232 ხმა. გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმაზე მეტის მოპოვება.

 

 

მიჩიგანმა საბოლოო შედეგები ყველაზე გვიან, ორშაბათს გამოაცხადა, და ტრამპი კლინტონს აქ 10 704 ხმით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კოლეგიაში მას ხმების რაოდენობა 16-ით გაეზარდა და უკვე 306 ხმა აქვს. 

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი პოპულარული ხმების მიხედვით ჰილარი კლინტონის კიდევ უფრო მეტი უპირატესობა გამოიკვეთა და იგი დონალდ ტრამპს უკვე 2 მილიონი ხმით უსწრებს.

 


ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები საარჩევნო კოლეგიაში ხმების უმრავლესობის მოპოვებით მოიგო, მაგრამ პირდაპირი წესით მიცემული ხმების მიხედვით, ტრამპს მიღებული აქვს 62.2 მილიონი ხმა, კლინტონს კი 64.2 მილიონი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი