კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის ბრაზილიელი ფეხბურთელები და ჟურნალისტები არიან
29-11-2016, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" კოლუმბიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

"შემთხვევის ადგილიდან 6 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს მაშველებმა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. თვითმფრინავზე მყოფი ყველა დანარჩენი ადამიანი, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. ტრაგედიის მსხვერპლთა რაოდენობა 76-ს შეადგენს", - განუცხადა ჟურნალისტებს კოლუმბიის რეგიონული პოლიციის მეთაურმა, ხოსე ჯერარდო აკევედომ.

 

 

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 81 ერთი ადამიანი, 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ჩარტერულ რეისს ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინის მიმართულებით ასრულებდა.

 

 

მგზავრებს შორის ბრაზილიის საფეხბურთო გუნდის „ჩაპეკუენზეს“ წევრები იმყოფებოდნენ. გუნდი სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მიემგზავრებოდა, სადაც კოლუმბიურ კლუბს, "ათლეტიკო ნასიონალს" ხვდებოდა.

 

 

ბრაზილიური მედიის ცნობით, გადარჩენილთა შორის სამი ფეხბურთელია. ბრაზილიური ახალი ამბების ორგანიზაციები იუწყებიან, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასევე 21 ჟურნალისტი იმყოფებოდა.

 


საფეხბურთო კლუბმა განაცხადა, რომ ის ოფიციალურ კომენტარებს მანამ არ გააკეთებს, სანამ კოლუმბიის ხელისუფლებისგან ორშაბათს ღამით მომხდარი კატასტროფის შესახებ, უფრო მეტ ინფორმაციას არ მიიღებს.

 

 

ბრიტანული "ტელეგრაფის" ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ელექტროობასთან დაკავშირებული მიზეზი გახდა, რის გამოც თვითმფრინავმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით, საღამოს 22:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მოქმედება, მაგრამ საჰაერო ძალების ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის გამო, იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო.

 

 

"ჩაპეკუენზე" ბრაზილიაში შემოსავლების სიდიდის თვალსაზრისით, 21-ე ადგილზე მყოფი კლუბი იყო.

 


2015 წლის მონაცემებით, მისი შემოსავალი 13.5 მლნ დოლარს შეადგენდა. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი ტრაგედიის გამო, ყველა თამაში და სხვა აქტივობები შეაჩერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი