რომელი მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან ფიდელ კასტროს დასაფლავებას? - ვლადიმერ პუტინი, კიმ ჩენ ინი, სი ძინ პინი - კუბის მთავარი მოკავშირე ქვეყნების ლიდერები ჰავანაში არ მიემგზავრებიან
30-11-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფიდელ კასტრო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო პოლიტიკაში მტკიცედ დამკვიდრებული ფიგურა. მაგრამ მისი მმართველობის შესახებ აზრები გაყოფილია. მსოფლიოს გარშემო ლიდერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ დაესწრებიან თუ არა კუბის ყოფილი ხელმძღვანელის, რევოლუციონერი ფიდელ კასტროს დასაფლავებას.

 


სტატიას ამის შესახებ BBC აქვეყნებს. მის ქართულ თარგმანს Guardian.ge გთავაზობთ.

 


საბოლოოდ, მსოფლიო ლიდერების სია, რომელთაც პერსონალურად სურთ კასტროსათვის პატივის მიგება, ჩანს რომ ძალიან მოკლე იქნება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე ქვეყნის ლიდერები დასაფლავებაზე არ მიდიან და მათ ნაცვლად თავიანთ ქვეყნებს სხვა ოფიციალური პირები წარადგენენ.

 

 

 


ამგვარად, ვინ მიემგზავრება ჰავანაში?

 

 

დასაფლავებაზე არ მიდიან

 

 

შესაძლოა ყველაზე გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ორი ქვეყნის ხანგრძლივ მეგობრობას, ის იყოს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი არ დაესწრება დასაფლავებას. მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პუტინი კუბაზე გამგზავრებას ძალზე გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს და მის ნაცვლად რუსეთი დასაფლავების ცერემონიაზე წარმომადგენელს გაგზავნის.

 

 

 


ნაკლებად გასაკვირია შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განზე გადგომა. მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რაც ობამამ შეერთებული შტატების და კუბის ურთიერთობების აღდგენის მხრივ გადადგა, კასტრო აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევ ფიგურად რჩება - არა მხოლოდ იმ კუბელი ამერიკელებისათვის, რომლებიც მის მმართველობას გაექცნენ. თეთრი სახლი ოფიციალურ დელეგაციას არ გააგზავნის, მაგრამ ობამას ელჩი კუბაში, ჯეფრი დელაურენტისი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე, ბენ როდსი კასტროს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან.

 


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი - ყველა მათგანი განზე გადგომას არჩევს. მიუხედავად ამისა, ისინი მთავრობის წარმომადგენლებს გააგზავნიან. დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო მდივანი ემილი თორნბერი დასაფლავებას დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით დაესწრება.

 

 

კანადის პრემიერ მინისტრი ჯასთინ თრუდო - რომლის გარდაცვლილი მამა, პიერი კასტროს მეგობარი იყო - ერთ-ერთი მცირე გამონაკლისთაგანი იყო დასავლელ ლიდერებს შორის, რომელმაც კუბის ყოფილი ხელმძღვანელის გარდაცვალებიდან მალევე სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, თუმცა კასტროს დასაფლავებას ისიც არ დაესწრება. სამშაბათს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გუბერნატორ-გენერალი დევიდ ჯონსტონი დაესწრო.

 


ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა კასტროს გარდაცვალებას, პეკინში, კუბის საელჩოში მიაგო პატივი, განაცხადა რა, რომ ქვეყანამ დაკარგა „ახლო ამხანაგი და ნამდვილი მეგობარი“. ჩინეთს კუბაში ვიცე-პრეზიდენტი ლი იუანჩაო წარმოადგენს.

 

 

 


ახლო მეგობრობის მიუხედავად, ვიეტნამის პრეზიდენტი ტრან დაი ქუანგი აგრეთვე არ დაესწრება დასაფლავების ცერემონიას. იგი კუბაში ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნგუიენ ტი კიმ ნგას აგზავნის. ამის მიუხედავად, კასტროს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული.

 

 

ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც მსოფლიოს „სახატე“ ლიდერს პატივი გასულ კვირას მიაგო, ჰავანაში თავად არ მიფრინავს, მაგრამ მის შინაგან საქმეთა მინისტრს აგზავნის.

 


არც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გაემგზავრება კუბაში, მაგრამ მისი სახელით იქ ოფიციალური დელეგაცია იქნება წარმოდგენილი.

 

 

მიდიან

 

 

იმ მსოფლიო ლიდერების სია, ვინც ფაქტობრივად ესწრება ფიდელ კასტროს დასაფლავებას, საგრძნობლად მოკლეა.

 


სამხრეთ ამერიკიდან რამდენიმე ლიდერი დაესწრება კასტროს დასაფლავებას - ერთ-ერთი ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა, რომლის აწ გარდაცვლილ მასწავლებელს, ჰუგო ჩავესს კასტროსთან სპეციალური ურთიერთობა აკავშირებდა.

 


კასტროსთვის პატივის მისაგებად ასევე კუბაზე ჩასვლის მზადყოფნა გამოხატეს ეკვადორის ლიდერმა რაფაელ კორერამ, ბოლივიის პრეზიდენტმა ივო მორალესმა და ნიკარაგუას პირველმა პირმა დანიელ ორტეგამ.

 

 

ასევე მოელიან, რომ მათ შორის იქნებიან სალვადორის პრეზიდენტი სანჩეს კერენი და მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენა ნიეტო.

 


სულ მცირე ორი პრეზიდენტი გაფრინდება კუბაზე სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან - ერთ-ერთი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯაკობ ზუმა იქნება, რომელიც სულ ახლახან გადაურჩა ნდობის გამოცხადების კენჭისყრას, მეორე კი ზიმბამბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომლის ქვეყანამაც ეს-ესაა მიიღო ახალი ვალუტა.

 

 

 


როგორც ჩანს ევროკავშირი მხოლოდ ერთი ლიდერით იქნება წარმოდგენილი - საბერძნეთის პრემიერ მინისტრით, ალექსის ციპრასით.

 

 

 

 

სხვა გამოჩენილი ევროპელებიდან ფიდელ კასტროს დასაფლავებაზე ჩასულთა შორის იქნებიან ირლანდიელი გერი ადამსი და ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი