სასამართლომ გაზეთ “ასავალ-დასავალს” "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა
11-03-2015, 05:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გაზეთ “ასავალ-დასავალის” წინააღმდეგ "თიბისი ბანკისა" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი. სასამართლომ დაავალა “ასავალ-დასავალს” მის მიერ გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა.

 


კერძოდ, გაზეთმა უნდა გამოაქვეყნოს, რომ სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა მამუკა ხაზარაძემ და "თიბისი ბანკმა" უკანონოდ მიისაკუთრა "ელიტ ელექტრონიქსი", ცეკავშირის შენობა, "ბორჯომის" აქტივები და ცდილობს "გუდვილის" გაკოტრებას; სასამართლომ ასევე ცილისწამებად ცნო ინფორმაცია, თითქოსდა მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მამუკა ხაზარაძეს არანაირი კავშირი არ აქვს 2014 წლის 21 მარტს სოფელ გორაში მომხდარ თვითმკვლელობასთან.

 

 

ბანკი აპირებს, სააპელაციო სასამართლოში გააასაჩივროს თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლოს უარი, რადგან მიაჩნია რომ „ასავალ-დასავალის“ მიერ სამომავლოდ ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირების ერთადერთი შემაკავებელი მექანიზმი სწორედ მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. სარჩელის მიხედვით, ხაზარაძე "ასავალ-დასავალისთვის" 160 000 ლარის დაკისრებას მოითხოვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი