დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი „სრულად ტოვებს ბიზნესს“, რათა ფოკუსირება მოახდინოს პრეზიდენტობაზე და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტი
30-11-2016, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი „სრულად ტოვებს ბიზნესს“, რათა ფოკუსირება მოახდინოს პრეზიდენტობაზე და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტი.

 


ტრამპმა თქვა, რომ იგი თავის გეგმის შესახებ ვრცლად თავის შვილებთან ერთად მომავალ თვეს, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

 


მან 20 წუთის განმავლობაში „თვითერზე“ ოთხჯერ დაწერა. მის განცხადებებში ნათქვამია: „მე, ჩემ შვილებთან ერთად 15 დეკემბერს პრესკონფერენციას ჩავატარებ ნიუ იორკში, რათა განვიხილო საკითხი, რომ მე დავტოვებ ჩემს დიდ ბიზნესს მთლიანად, რათა სრულად მოვახდინო ფოკუსირება ქვეყნის მართვაზე, რომ ისევ გავხადოთ ამერიკა დიდებული!

 

 

„მაშინ, როცა მე არ ვარ ვალდებული კანონით, რომ ეს გავაკეთო, ვგრძნობ, რომ ეს თვალნათლივ მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტს, არც ერთი გზით არ მქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ჩემ მრავალფეროვან ბიზნესთან.

 


ამგვარად, კანონიერი დოკუმენტები გაფორმდება, რომელიც მთლიანად გამთიშავს ბიზნეს ოპერაციებისაგან. პრეზიდენტობა გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანაა!“

 


ტრამპმა, რომელიც თეთრ სახლში 20 იანვარს შევა, მანამდე The New York Times-თან აჩვენა იმის სურვილი, რომ იგი ფიქრობდა მისი პასუხისმგებლობის ორი მიმართულებით დაყოფას და ირწმუნებოდა, რომ ორივე მათგანს „მშვენივრად“ გაუძღვებოდა.

 


მის სამ სრულწლოვან შვილს უკვე გააჩნიათ როლები ტრამპის ბიზენს იმპერიაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი