ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ „კატასტროფა“ და „უგუნურების მწვერვალი“ იქნებოდა ირანის ბირთვული შეთანხმების დასრულება
30-11-2016, 07:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა გააფრთხილა არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის თაობაზე, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების დასრულება „კატასტროფა“ და „უგუნურების მწვერვალი“ იქნებოდა.

 

 

BBC -ისთან ინტერვიუში ჯონ ბრენანმა ასევე რჩევა მისცა ახალ პრეზიდენტს, ფრთხილი იყოს რუსეთის დაპირებების მიმართ, ბრალი დასდო რა დიდწილად მოსკოვს სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო.

 


BBC -ის სტატიის ქართული თარგმანის ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს Guardian.ge გთავაზობთ.

 

 

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ირანთან არსებული შეთანხმების ნაფლეთებად ქცევით დაიმუქრა და ნართაულად გადაჰკრა სიტყვა რუსეთთან უფრო ახლო თანამშრომლობის შესახებ.

 

 

ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს 4-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ ბრენანი იანვარში თანამდებობიდან წავა.

 

 

ბრიტანულ მედიასთან მის პირველ ინტერვიუში CIA-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მიმართულებას, სადაც მისი თქმით, ახალმა ადმინისტრაციამ უნდა იმოქმედოს „კეთილგონიერებით და დისციპლინირებულად“ - ეს მოიცავს ენას, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებით გამოიყენება, რუსეთთან ურთიერთობას, ირანის ბირთვულ შეთანხმებას და გზას, რომელშიც CIA-ის კუთვნილი საიდუმლო შესაძლებლობები იყო გამოყენებული.

 

 

ბრენანმა ღია შეფასება გააკეთა სირიაში არსებულ ვითარებაზე, ამტკიცებს რა, რომ ორივე - სირიის რეჟიმი და რუსები პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვაზე, რასაც იგი აღწერს, როგორც „აღმაშფოთებელს“.

 


პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია სირიაში იმ ზომიერ ამბოხებულთა მხარდაჭერის პოლიტიკას მიჰყვებოდა, რომელნიც ასადის რეჟიმს ებრძოდნენ. CIA-ის დირექტორმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებს ესაჭიროება განაგრძოს ეს მხარდაჭერა, დაეხმარონ აჯანყებულებს, რათა მათ გაუძლონ და წინააღმდეგობა გაუწიონ, მისი თქმით, „თავდასხმებს“, რომელსაც სირია, ირანი, ჰეზბოლა და რუსეთი ახორციელებენ.

 

 

რუსეთი განაგრძობს სირიის მომავლის გასაღების ხელში ჭერას, თქვა მან, მაგრამ მან გამოხატა სკეპტიციზმი მისი სურვილის შესახებ, წავიდეს რაიმე სახის შეთანხმებაზე. მან თქვა, რომ მოსკოვი „არაგულწრფელია“ თავის მოლაპარაკებების ტაქტიკაში, ცდილობს შეაყოვნოს პროცესი რათა „სული ამოხადოს“ ალეპოს.

 

 

„მე არ გამაჩნია რწმენა იმისა, რომ რუსებმა შეარბილონ იქ მდგომარეობა მანამ, სანამ ისინი არ მიაღწევენ ბრძოლის ველზე რაც შეიძლება მეტ ტაქტიკურ წარმატებას“.

 

 

ტრამპის მომავალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი შეიძლება შეეცადონ გარკვეული საკითხების გარშემო რუსეთთან უფრო ახლოს თანამშრომლობას.

 

 

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ახალი ადმინისტრაცია უნდა იყოს წინდახედული რუსეთის დაპირებებისადმი“, - განუცხადა ბრენანმა BBC-ს.

 

 

შეერთებული შტატების არჩევნებზე ჰაკერული შეტევა

 


რუსეთის როლზე, მის მცდელობაზე საუბრისას, გავლენა მოეხდინა შეერთებული შტატების არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმით და ინფორმაციების გამოქვეყნებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დაადასტურა, რომ რუსეთი ცდილობდა ამგვარი ქმედებების განხორციელებას.

 

 

მან დაადასტურა ასევე, რომ მას საუბრები ჰქონდა რუსეთის მხარესთან, რათა შეკამათებოდა მათ ამ ქმედებების გამო და გაეფრთხილებინა, რომ ისინი საპასუხო კიბერ-ცეცხლს გახსნიდნენ.

 

 

შეერთებული შტატები არ უნდა „დამდაბლდეს მათ დონეზე“ ან არ უნდა წავიდეს დაძაბულობის რისკზე ამგვარი რუსული ჰაკერული თავდასხმებისთვის პასუხის გაცემით, მაგრამ მან განაცხადა, რომ იყო სხვა გზები რუსეთისთვის იმის დასარწმუნებლად, გაეგოთ, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელი იყო.

 

 

ირანის ბირთვული შეთანხმება

 


მან ასევე გააფრთხილა დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რაც კამპანიის დროს გაჟღერდა და რაც ირანთან ბირთვული შეთანხმების მიტოვებას გულისხმობდა.

 

 

„მე ვფიქრობ ეს იქნებოდა კატასტროფული“, - უთხრა ბრენანმა BBC-ს.

 

 

„უპირველეს ყოვლისა, უპრეცედენტო იქნება ის, რომ ერთმა ადმინისტრაციამ ნაკუწებად აქციოს შეთანხმება, რომელიც წინა ადმინისტრაციამ გააკეთა“.

 

 

მან თქვა, რომ ამგვარი ნაბიჯი ირანში ულტრა-უკომპრომისო ძალების გაძლიერების რისკს შექმნის და ამავე დროს წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სხვა სახელმწიფოებმა ბირთვული პროგრამის განხორციელება დაიწყონ - განახლებული ირანული ძალისხმევის საპასუხოდ. „მე ვფიქრობ, რომ უგუნურების უმაღლესი მწვერვალი იქნებოდა, თუ კი შემდგომი ადმინისტრაცია ნაკუწებად აქცევდა შეთანხმებას“, - თქვა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი