ნავთობზე ფასები მყისიერად გაიზარდა მას შემდეგ, რაც Opec -ის წევრებმა პროდუქციის შემცირებაზე თანხმობას მიაღწიეს
30-11-2016, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნავთობის ფასები მომენტალურად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Opec -ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) წევრებმა პროდუქციის შემცირებასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე თანხმობას მიაღწიეს.

 


BBC -ის ცნობით, ფასებმა დაახლოებით 9%-ით მოიმატა იმ დროს, როდესაც ოთხშაბათს Opec-ის შეხვედრაზე ვენაში ენერგეტიკის მინისტრები იყვნენ შეკრებილნი.

 

 

ნედლი ნავთობის ფასი 9% -ით გაიზარდა და ერთი ბარელის ფასმა 51.57 ამერიკული დოლარი შეადგინა, მაშინ როცა შეერთებული შტატების ნედლმა ნავთობმაც ასევე 8.2%-ით მოიმატა და ერთი ბარელის ფასი $48.9 გახდა.

 

 

 


შეხვედრის წინ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ „კარგი შანსებია“ იმისათვის, რომ ოფიციალური შეთანხმება შედგეს.

 


მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, 2008 წლის შემდეგ პირველად, OPEC -ი დათანხმდა ნავთობის წარმოების შემცირებას, რამაც ნედლ ნავთობზე ფასების ზრდა მაშინაც გამოიწვია. აღნიშნულ შეთანხმებამდე ნავთობის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები 29 სექტემბერს ალჟირში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მივიდნენ.

 


ნავთობის წარმოება დღეში დაახლოებით 1.2 მილიონი ბარელით შემცირდება, თუმცა ეს არ მოხდება თანაბრად OPEC–ის წევრ ქვეყნებში. ირანს, მაგალითად ნებას რთავენ გაზარდოს პროდუქცია.

 


საუდის არაბეთმა შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა წარმოება დღეში დაახლოებით 500 000 ბარელით შეამციროს, წერს სააგენტო „როიტერსი“.

 


ეს კი მის წარმოებას დღეში 10.06 მილიონ ბარელამდე დაიყვანს.

 


ახალი ამბების სააგენტო ასევე იუწყება, რომ „ოპეკი“ დათანხმდა შეაჩეროს ინდონეზიის წევრობა და ნება დართოს ირანს ახალი პროდუქციის წარმოების დონე დღეში 3.797 მილიონი ბარელით განსაზღვროს.

 


შეხვედრის წინ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ „კარგი შანსებია“ იმისათვის, რომ დეტალური შეთანხმების მიღწევა გახდეს შესაძლებელი და რომ „კარგი სულისკვეთება“ სუფევს.

 


მინისტრმა ასევე თქვა, რომ საუდის არაბეთი განიხილავს რუსეთთან პროდუქციის შემცირებას.

 

 

ნავთობის წარმოების შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლიდა Opec-ის მთავარ მწარმოებელ საუდის არაბეთსა და ირანს შორის მეტოქეობა.

 


საუდის არაბეთი პროდუქციის შემცირების საკითხში ლომის წილის შეტანას ყოყმანობდა, მაშინ როცა ირანი წინააღმდეგობას წევდა თავის პროდუქციის წარმოების შემცირებაზე, ამტკიცებდა რა, რომ მას ჯერ კიდევ ესაჭიროებოდა მისი პროდუქციის დონის გაჯანსაღება, მასზე მრავალწლიანი სანქციების შემდეგ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი