ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკურ გუნდთან ერთად რეგიონებში გასვლას იწყებს
11-03-2015, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა და აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ გუნდთან აპირებს, მომავალი კვირიდან დაიწყოს რეგიონში გასვლითი ღონისძიებები.

 

 

პრემიერის განცხადებით, პირველი შეხვედრა გაიმართება სამცხე-ჯავახეთში. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის თაობაზე მერებთან, გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

 


პრემიერ-მნისტრის თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, იქ არსებული პოტენციალი და რესურსები.

 


"შედეგად ჩვენ გამოვავლინეთ პრიორიტეტული მიმართულებები, საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები, რაც არსებობს რეგიონში, რა მიმართულებითაც ჩვენ განვახორციელებთ კონკრეტულ ღონისძიებებს. თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც სრულად არის ასახული პოტენციალი, რაც ამა თუ იმ რეგიონს აქვს. ხდება მობილიზება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, ინიციატივა გულისხმობს მეწარმეთა მაქსიმალურ ხელშეწყობას, რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას და სხვა ღონისძიებებს.

 


"აქ თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახდება კიდევ უფრო მეტი ახალი საწარმოს, მეტი ადამიანის დასაქმების და რეგიონის ეკონომიკური განვითარების საფუძველი," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 3
#3   tech
      
I enjoy it for creating the details, keep up the truly amazing perform continuing betflikทางเข้า
2 ივნისი 2022 19:19
#2   tech
      
I wanted to thank you for this great read!! I definitely enjoying every little bit of it I have you bookmarked to check out new stuff you post. เว็บคาสิโน
28 აპრილი 2022 20:19
#1   mamuka.kutidze
      
მობრძანდით უკეთესი მომავლისთვის!
საუკეთესო იდეები მოდის თავში!
12 მარტი 2015 01:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი