ვლადიმერ პუტინი: განსხვავებით ზოგიერთი უცხოელი კოლეგისა, რომლებიც უყურებენ რუსეთს როგორც მტერს, ჩვენ არ დავეძებთ - და არასოდეს დავეძებდით - მტრებს
01-12-2016, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთი "არ დაეძებს კონფლიქტს არავისთან", - განაცხადა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას. "განსხვავებით ზოგიერთი უცხოელი კოლეგისა, რომლებიც უყურებენ რუსეთს როგორც მტერს, ჩვენ არ დავეძებთ - და არასოდეს დავეძებდით - მტრებს. ჩვენ გვესაჭიროება მეგობრები", - განაცხადა მან.

 

 

"მაგრამ ჩვენ ნებას არ დავრთავთ, ზიანი მიაყენონ ჩვენს ინტერესებს", - დაამატა პუტინმა.

 


მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა იმუშაოს შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთსასარგებლო საფუძვლებზე.

 

 

"მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ნორმალიზება და დავიწყოთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება თანაბარ და ურთიერთსასარგებლო საფუძვლებზე. რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთქმედება გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის მხრივ, მთელი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს. ჩვენ საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საერთო პასუხისმგებლობა გაგვაჩნია", - თქვა პუტინმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ფოკუსირება უმეტესწილად რუსეთის ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო გამოწვევებზე მოახდინა.

 

 

თუმცა, პუტინს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხი მიუხედავად იმ სანქციებისა, რომელიც ევროკავშირმა რუსეთზე მისი უკრაინაში ინტერვენციის გამო დააწესა.

 

 

მან რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ ევრაზიული კავშირის პარტნიორობის გაფართოებაზეც ისაუბრა. "მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე საუბარი შესაძლებელია ევროპის კავშირის ქვეყნებთან, სადაც მზარდი მოთხოვნა არის დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის გატარებისა და ჩვენ ამას ვუყურებთ არჩევნების შედეგებში", - განაცხადა პუტინმა, რომელიც ევრაზიული კავშირის პარტნიორობის ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით გაფართოების შესაძლებლობაში დარწმუნებულია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი