პოლიცია დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბებში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ასეულობით ფაქტს იძიებს
01-12-2016, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბებში დაახლოებით 350-მა ბავშვმა განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC პოლიციის ხელმძღვანელ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელების საბჭომ განაცხადა, რომ მათთან „ზარების მნიშვნელოვანი რიცხვი“ მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე ყოფილმა მოთამაშემ გააკეთა წინასასამართლო განცხადებები მწვრთნელების წინააღმდეგ.

 


მათი მონაცემები ასევე დაფუძნებულია არსებული გამოძიებების დეტალებზე, ისევე როგორც ახალი „დახმარების ზარის“ მიმართვების საფუძველზე.

 


დედაქალაქის, გრუეით მანჩესტერის, ჩრდილო იორკშირის, შოტლანდიის და ჩეშირის პოლიციის განყოფილებები სხვა იმათ შორის მყოფნი არიან, რომლებიც იძიებენ ბრალდებებს ფეხბურთში ბავშვებთან უკანონო სქესობრივი ურთიერთობის ისტორიულად მაღალი მაჩვენებლის შესახებ.

 


ამასობაში, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელების საბჭომ განაცხადა, რომ 860-ზე მეტმა ადამიანმა დარეკა ფეხბურთის ცხელ ხაზზე, რომელიც ერთი კვირის წინათ დაფუძნდა.

 


ტელეფონის ხაზი, 0800 023 2642 დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

 


ფეხბურთის ასოციცაციამ შიდა მოკვლევების წარმოების შესახებ გამოაცხადა და საფეხბურთო კლუბების ნაწილი თავიანთ წილადაც ჩაატარებენ გამოძიებას.

 


პოლიციის დღემდე განხორციელებული ქმედებების მონახაზის გაკეთებისას ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელების საბჭოს მთავარმა პოლიციელმა საიმონ ბეილიმ განაცხადა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა „მხოლოდ მანიშნებელი ციფრი“ იყო და ინფორმაციის ჯერ კიდევ შეგროვების პროცესიდან გამომდინარე, რიცხვი შეიძლება შეიცვალოს.

 


„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ფეხბურთის ასოციაციასთან, რათა უზრუნველვყოთ მსხვერპლთა ამ მნიშვნელოვანი და მზარდი რაოდენობისთვის პასუხის გაცემა და პროცესი - ფეხბურთის ყველა დონეზე - ეფექტურად იყოს კოორდინირებული“, - განაცხადა მან.

 


„ჩვენ განვაგრძობთ მათ წახალისებას, რომლებიც ბავშვებისთვის სქესობრივი შეურაცხყოფის მიყენების მსხვერპლნი იყვნენ, გააკეთონ ამის შესახებ განაცხადი, იმის მიუხედავად თუ რამდენი ხნის წინათ ჰქონდა ამას ადგილი“.

 

 

მან თქვა, რომ ყველა განაცხადს მოეპყრობიან „მგრძნობელობით და სერიოზულად“.

 


„ნიუკასლ იუნაითედის“ ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ითოკი უკანასკნელია, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მისი მწვრთნელის, ჯორჯ ორმონდის მხრიდან სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

 


ითოკმა BBC -ს განუცხადა, რომ მასზე, 18-დან 21 წლამდე ასაკში ყოფნის პერიოდში, ორმონდის მხრიდან, რომელსაც მოგვიანებით 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

 


ითოკი, რომელიც ახლა 40 წლისაა, არ ყოფილა სასამართლო პროცესის მონაწილე, რომელმაც ორმონდი 2002 წელს, შვიდი ბიჭის სექსუალური შეურაცხყოფისთვის გაასამართლა, მაგრამ მან პოლიციას სარჩელით ახლა მიმართა.

 


ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალმა მენეჯერმა გარეთ საუთგეითმა განაცხადა, რომ სექსუალური შეურაცხყოფა ყოფილი ფეხბურთელებისაგან - ძირითადად მისი თაობის მოთამაშეებისაგან - „გულსატკენია“.

 

 

მენეჯერის რანგში მის პირველ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ მათი ვაჟკაცობა, რომელთაც ღიად ისაუბრეს ამაზე „განსაკუთრებულია“ და გამოამჟღავნა, რომ თავად თამაშობდა ერთ-ერთ მათგანთან, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

 


როგორც მან რეპორტიორებს უთხრა, „უზარმაზარი ნაბიჯები“ გადაიდგა ახალგაზრდა მოთამაშეების დასაცავად.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი