ფრანსუა ოლანდმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით კენჭს არ იყრის
01-12-2016, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრანსუა ოლანდმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით კენჭს არ იყრის.

 


ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.

 

 

"მე გადავწყვიტე არ ვიყო კანდიდატი" მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და სოციალისტების ლიდერმა ტელევიზიის პირდაპირი ეთერის მეშვეობით მიმართვისას.

 


ოლანდი, რომლის პოპულარობაც ძალზე დაბალია, პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც ხელახალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

 

 

მან თქვა, რომ გაცნობიერებული აქვს რისკები იმისა, რომ არ იყრის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით კენჭს და გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა ულტრა-მემარჯვენე ნაციონალური ფრონტისაგან მომავალ საფრთხეზე.

 

 

ერთ-ერთი პირველი რეაქცია ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ემანუელ მაკრონმა გამოხატა, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა "გაბედული გადაწყვეტილება" მიიღო.

 

 

თავად მაკრონი, რომელიც სამთავრობო პოსტიდან რამდენიმე თვის წინათ გადადგა, საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კენჭისყრას, როგორც დამოუკიდებელი ცენტრისტი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი