ტრამპი მათისის შესახებ: „ამბობენ, რომ იგი ყველაზე ახლოს მდგომია გენერალ ჯორჯ პატონთან, [მე-2 მსოფლიო ომის მეთაური], რომელიც ჩვენ გვყავდა“
02-12-2016, 01:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალი ჯეიმს მათისი, ყოფილი მეზღვაური, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა, თავდაცვის მდივნად დაასახელა.

 


„ის საუკეთესოა“, განაცხადა ტრამპმა, როდესაც მან თავისი არჩევანის შესახებ გამოაცხადა ოჰაიოში.

 


„ჩვენ ვნიშნავთ ‘ცოფიან ძაღლს’ მათისს ჩვენს თავდაცვის მდივნად“, -უთხრა მან შეკრებილებს.

 


„ამბობენ, რომ იგი ყველაზე ახლოს მდგომია გენერალ ჯორჯ პატონთან [მეორე მსოფლიო ომის მეთაური], რომელიც ჩვენ გვყავდა“.

 


უფრო ადრე კი ტრამპმა ამერიკის საზღვაო ქვეითი ძალების ყოფილ ხელმღვანელს, ჯეიმს მათისს "ნამდვილი გენერლის გენერალი" უწოდა.

 


გენერალი მათისი, რომელიც ცნობილია როგორც „ცოფიანი ძაღლი“, (სლენგი) ობამას საგარეო პოლიტიკის ღია კრიტიკოსი იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთთან და ირანთან მიმართებაში.

 


მან ირანი მოიხსენია, როგორც „ერთადერთი ყველაზე გამძლე საფრთხე სტაბილურობის და მშვიდობისა ახლო აღმოსავლეთში“.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, გამობრძმედილ სამხედრო სტრატეგზე არჩევანის გაკეთება კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ „რესპუბლიკელ“ ტრამპს განზრახული აქვს სრულად გადგეს განზე „დემოკრატი“ პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მიერ წარმოებული შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისაგან, რომელიც ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მოკავშირეებზე მზარდი დაყრდნობით გამოირჩეოდა და დაეხმაროს, შეაკავოს რუსული და ჩინური აგრესია ევროპასა და აზიაში.

 


მათისს, 66 წლის, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთის და ერაყის ბრძოლებში. იკავებდა ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, აშშ-ის გაერთიანებული სამეთაურო შეიარაღებული ძალების, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის პოსტებს. იგი პენსიაზე 2013 წელს გავიდა.

 


ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი, რომელსაც მათისს მიაკუთვნებენ, ერაყში 2003 წელს მის მიერ მეზღვაურებისადმი თქმული შემდეგი სიტყვებია: „იყავით ზრდილობიანი, იყავით პროფესიონალი, მაგრამ გაგაჩნდეთ გეგმა, მოკლათ ყველა, ვისაც კი შეხვდებით“.

 


მიუხედავად ტრამპის მიერ მათისის დანიშვნის შესახებ გაკეთებული განცხადებისა, მის თავდაცვის მდივნად დანიშვნას კონსტიტუციური წინააღმდეგობა ახლავს.

 


შეერთებული შტატების კანონის თანახმად, გადამდგარი ოფიცერი, სანამ იგი თავდაცვის მდივნის პოსტზე იქნება წარდგენილი სულ მცირე 7 წელი ჩამოცილებული უნდა იყოს სამხედრო საქმიანობას.

 


„რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებულმა კონგრესმა უნდა მოიწონოს კანონში ცვლილება, სანამ მათისი პენტაგონის ხელმძღვანელად დაინიშნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი