იენს სტოლტენბერგი: საქართველო მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანაა NATO-სთვის, რადგან შავი ზღვის რეგიონი მთელი ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა
02-12-2016, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც იენს სტოლტენბერგმა კვრიკაშვილს პრემიერ მინისტრად ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობას და ასევე იმას, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

 

 

„მინდა მოგილოცოთ პრემიერ მინისტრად ხელმეორედ დანიშვნა, ასევე არჩევნების ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელმაც მაღალი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ეს გამოხატავს იმ პროგრესს, რომელიც რეფორმების გზაზე თქვენ გაქვთ და ნატო განაგრძობს თქვენ მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებაში. და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გიცხადებთ თქვენს დამოუკიდებლობაში, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტში... ჩვენ განვაგრძობთ როგორც პოლიტიკურ, ასევე წვრთნების შევსებისა და ჩატარების გაგრძელებისთვის პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია. 

 

 

„ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოსთან იმ გამოწვევების გარშემო მუშაობას, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ უფრო ფართოდ შავი ზღვის რეგიონში, ჩვენ შევაფასეთ უსაფრთხოების მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოში. საქართველო მცირე, მაგრამ ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვანია  NATO-სთვის, იმუშაოს მასთან მჭიდროდ, რადგან შავი ზღვის რეგიონი მთელი NATO-ს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველოსთან პარტნიორობა ამის მნიშვნელოვანი ნაწილია", - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელმაც პრესკონფერენციის დასაწყისში ავღანეთში, მაზარი- შარიფში გასულ თვეს გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმისას ქართველი ჯარისკაცების გამოჩენილი "პროფესიანლიზმისა და ძალიან დიდი მამაცობისათვის" საქართველოს მადლობა გადაუხადა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი